არგენტინა-საფრანგეთის ფინალის ძირითადი დრო ანგარიშით: 2:2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში გუნდებმა კიდევ თითო-თითო გაიტანეს.
დამატებითი დროის ბოლო წუთზე საფრანგეთს სამხრეთამერიკელების კარის დალაშქვრის იდეალური შესაძლებლობა მიეცა - კოლო მუანი მეკარესთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა, თუმცა ემილიანო მარტინესმა სასწაული ჩაიდინა, მისი დარტყმული მოიგერია და არგენტინა წაგებისგან იხსნა.
პენალტების სერიაში
რა თქმა უნდა, კატარის მუნდიალის გმირი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
დღეს ემილიანოს ისტორიას მოგიყვებით, რომელმაც კარგი თამაშის გარდა, უხერხული, თითქმის უხამსი ჟესტითაც დაგვამახსოვრა თავი, რითაც ქართველი გულშემატკივრები, ცოტა არ იყოს, გააღიზიანა...
ემილიანო ფეხაკრეფით მივიდა კართან, შეიხედა ოთახში და დაინახა, რომ იქ მამა ტიროდა, რომელსაც არ შეეძლო გადასახადების გადახდა, შინ ერთი პესოც კი აღარ იყო. ჩვეულებრივ, მარტინესები ერთი თვე იხდიდნენ დენის გადასახადს, ერთი თვე კი - ბუნებრივი აირის, თუმცა ოჯახის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ეს სქემაც აღარ ჭრიდა.
ემილიანოს მამა - ალბერტო, თევზს ყიდდა, დედა - სუზანა, სასტუმროს დამლაგებელი იყო.
ემილიანო იშვიათად ხედავდა მამას - ის მუდმივად მუშაობდა. როცა ალბერტოს ვაჭრობა არ მიდიოდა, ოჯახი საკვების გარეში რჩებოდა.
დილაობით სუზანა ემისა და მის ძმას ავტობუსის გაჩერებამდე აცილებდა, შემდეგ იმავე გაჩერებიდან სამსახურში მიდიოდა. იმისათვის, რომ ბავშვებს ესწავლათ, ის დამატებით მორიგეობებს იღებდა და დღეში 12 საათს მუშაობდა. სუზანას სურდა, რომ ბავშვებისთვის ისეთი განათლება მიეცა, რომლითაც სხვა ცხოვრებაში გარღვევის შესაძლებლობა ექნებოდათ.
რამდენჯერმე მარტინესების სახლს ქურდებმა მიაკითხეს, თუმცა იქ წასაღები არაფერი დახვდათ. საპირფარეშოსაც კი არ ჰქონდა კარი. ერთხელ ქურდებმა მარტინესების ძაღლი პირდაპირ მათ სახლში მოკლეს.
ემილიანო მშობლიურ ქალაქ მარ-დელ-პლატასში ( ბუენოს-აირესიდან 400კმ-ში) თავს კარგად გრძნობდა, დიდად არაფრის ეშინოდა, იქ დაბადებული ბიჭი ადგილობრივ გარემოს კარგად იცნობდა. ამბობენ, რომ საფეხბურთი კლუბ "ინდეპენდიენტეს" საფეხბურთი სკოლაში პირველად შეეშინდა. ემი მაშინ 12 წლის იყო. სკოლაში მოზარდების ნაწილი პროფესიონალურ ფეხბურთზე სულაც არ ფიქრობდა, ისინი მოიხმარდნენ ნარკოტიკს, ეწეოდნენ, სვამდნენ. ამ გარემოს ვიღაც ვერ ეგუებოდა და ცრემლიანი თვალებით გარბოდა სკოლიდან, მაგრამ ემილიანო მიზნიდან გადახვევას არ აპირებდა. ის "ინდეპენდიეტეზე" ბავშვობიდან აფანატებდა და ძირითადში მოხვედრაზე ოცნებობდა. რამდენადაც ოჯახს მომავალი ფეხბურთელისთვის ბუცების ყიდვის შესაძლებლობაც არ ჰქონდა, კლუბმა ნიჭიერ ბიჭუნაზე სრულად აიღო პასუხისმგებლობა.