კრიშტიანო რონალდო 2022 წლის მუნდიალზე მოთამაშე ყველაზე ცუდ ფეხბურთელთა თერთმეტეულში შეიყვანეს

AutoSharing Option
სტატისტიკურმა პორტალმა Sofascore-მა 2022 წლის მუნდიალზე მონაწილე ყველაზე ცუდ ფეხბურთელთა თერთმეტეული შეადგინა.

საინტერესოა, რომ სიაში მოხვდა პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო. თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:

მეკარე: ედუარდ მენდი (სენეგალი)

მცველები: სერჟინიო დესტი (აშშ), კამილ გლიკი (პოლონეთი), აბდუ დიალო (სენეგალი), ბარტოშ ბერეჟინსკი (პოლონეთი)

ნახევარმცველები: მეთიუ ლეკი (ავსტრალია), ჰვანგ ინ ბეომი (სამხრეთ კორეა), ჯეკსონ ირვინი (ავსტრალია), რუბენ ვარგასი (შვეიცარია)

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), ლაუტარო მარტინესი (არგენტინა).

altმსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დასახელდა, სადაც ბეილი და კვარაცხელიას თანაგუნდელიც მოხვდნენ

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეგ მართლა უსამართლობაა
გიორგი
21 დეკემბერი 2022 07:25
2
ყველაზე ცუდებში ყოფნას ნაღდათ არ იმსახურებს, ეს ნამეტანია რა.
რრრ
20 დეკემბერი 2022 18:47
7
რა უცებ მოგისვრიან ხალხი დაუნახავია სტალინი მართალი იყო ისე ლაპარაკობენ კრიშტიანოზე თითქოს რამე დააშავა ყველაზე ქველმოქმედი ადამიანია და მის რამოდენიმე მიღწევას ვერც მესი და ვერც ვერავინ ვერ გადაასწრებს ფეხბურთის ისტორიაში
119
20 დეკემბერი 2022 15:21
9
ცუდი ჩემპიონატი რომ ქონდა არა???რა შუაშია ქველმოქმედება??!უნდა ევარჯიშა და ნაკრები არა მე,ჩვენ უნდა ეთქვა და დაემტკიცებია და თანაგუნდელის გოლის გადაწერა არ უნდა მოეთხოვა თან კაპიტანს ;)
L.J.
20 დეკემბერი 2022 18:33
2
არაფერ შუაშია დაუნახავობა, ამ ეპოქაში პოპულარობით გამოწვეული სიმდიდრის ფასია ასეთი. როცა კარგად თამაშობს, მის მაისურებს ყიდულობენ და ამით მდიდრდება, თუ ცუდად თამაშობს იმ მაისურებს უკან ხომ ვერ დააბრუნებენ, ამიტომ ლანძღვით შემოიფარგლებიან. ასე ფუნქციონირებს კაცობრიობა და ასეთია რონალდოს მილიონების ფასი. მართალია, უდიდესი, მაგრამ მაინც მხოლოდ ფეხბურთელია, არ არის ღვაწლმოსილი საზოგადო მოღვაწე. აი, ალექსანდერ ფლემინგისთვის (პენიცილინის გამომგონებელი) რომ დაეწყოთ თავის დროზე ლანძღვა, სავსებით სამართლიანად უნდა დაწყვეტოდა გული, მაგრამ როდესაც მილიარდერი ფეხბურთელი ხარ, მოვლენათა მსგავსი განვითარებისთვის მზად უნდა იყო.
დავითი
20 დეკემბერი 2022 18:24
1
კარგით ეხლა ნუ გახადეთ ჯოვი ძაძა კრიშტიანო მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშეა ისტორიაში ეს ფაქტია ვის ვინ მოწონს გემოვნების საკითხია ჩემი აზრით რონალდინიოზე ძლიერი ფეხბურთელი ისტორიაში არავინ არ არის თუ ტიტულებით ანგარიშობთ ეს სხვაა მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი ტიტულები არ არის მხოლოდ რონალდინიო ჯადოქარი იყო ვიღაცას არ მოწონს ბევრი ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელია და ყველას შეუძლია მოწონდეს ის ვინც მას სურს მესი ძაან მაგარია ეს როგორ უნდა უარყო მაგრამ კრიშტიანოც რო ძაან მაგარია ესეც უნდა აღიარო
ვახო
20 დეკემბერი 2022 15:15
3
გეთანხმები, რონალდინიო არის ფეხბურთის ჯადოქარი! ვერც ერთი ვერ მივა მასთან. ტიტულები უკვე სხვა საკითხია.
ბადრი
20 დეკემბერი 2022 19:05
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული