არგენტინა გადაირია, ნაკრების საჩემპიონო აღლუმზე 5 მილიონი ადამიანი მივიდა - ფეხბურთელების ვერტმფრენებით ევაკუაცია გახდა საჭირო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონი არგენტინის ნაკრები ბუენოს-აირესში ღამის ორ საათზე ჩაფრინდა, სადაც დიდი ხნის ნანატრი თასი ჩაიტანა. აეროპორტში მილიონამდე ადამიანი მივიდა. გუნდი ბაზამდე ღია ავტობუსით გაემგზავრა და კინაღამ ტრაგედია დატრიალდა - მესი, ოტამენდი და დე პოლი სახურავზე ისხდნენ, ბოლო მომენტში შენიშნეს ელექტროგადამცემი ხაზი და დაიხარნენ. მოკლედ, აღლუმის რეპეტიცია გამოვიდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა 20 დეკემბერი უქმე დღედ გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში საზეიმოდ 5 მილიონი ადამიანი გავიდა. ცნობისთვის, ბუენოს-აირესში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო აგლომერაციაში - 15 მილიონზე მეტი. ასეთ შემთხვევაში წესრიგის
დაცვა შეუძლებელი შეიქნა, ხალხი ცეკვავდა, მღეროდა, რამდენიმე რესპუბლიკის მოედანზე 68-მეტრიან ობელისკზე აძვრა, 24 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და გარდაიცვალა; ერთი ადამიანი კი მოტოციკლით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. დაწვეს საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კილიან მბაპეს მუყაოს კუბო.

ქუჩებში საცობების გამო "ალბისელესტეს" ავტობუსი ძალიან ნელა მიიწევდა ქვეყნის გულისაკენ. პოლიციელები ვერ ახერხებდნენ გზის გათავისუფლებას. გულშემატკივრებმა ხიდიდან სცადეს ავტობუსში ჩახტომა და 30-ზე მეტმა ტრავმა მიიღო. ნახევარმცველი ალეხანდრო გომესი ფანებს ფულს უყრიდა. ერთი სიტყვით, ეროვნულმა გუნდმა საბოლოოდ ვერ შეძლო დანიშნულების ადგილამდე მიღწევა და ფეხბურთელები უსაფრთხოების მიზნით ვერტმფრენებით გაარიდეს იქაურობას.

ხალხი კი ზეიმს განაგრძობდა. ვერც გაამტყუნებ, ისინი ხომ 36 წელი ელოდნენ ამ დღეს და ძალიან მკაცრადაც ნუ განვსჯით - ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა საქართველოში...

არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებისთვის მადლობის გადასახდელად ყველამ შეძლო გაერთიანება და დღესასწაული შედგა. მესი და დი მარია მშობლიურ როსარიოში გაემგზავრნენ, სადაც, ალბათ, კიდევ ერთი ზეიმი გაიმართება.

ისე როგორ იქნებოდა, რონალდოსთან რეზონანსული ინტერვიუს ამღებ ჟურნალისტ პირს მორგანს არ მოეხდინა კრიტიკულად რეაგირება. მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ დედაქალაქში ნაკრების ჩემპიონობა მხოლოდ ოთხმა მილიონმა ადამიანმა იზეიმა, დანარჩენმა თერთმეტმა მილიონმა კი - არა...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ასეთ შემთხვევაში რა მოხდებოდა საქართველოში... - პირველი, რაშიც დარწმუნებული ვარ ისააა, რომ არავის შეურაცყოფას არ მივაყენებდით. გარდა 1 შEმთხვერვისა - თუ ფინალს რუსებს მოვუგებდით. ეს მდებიო ერი, არტგენტინელები! ინგლისისთვის რომ მოეგოთ, კიდევ გაიგებდა ადამიანი. პირადად ჩემთვის მარადონა უდიადესია! მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როგორ დაუჭირა მხარი ჩრდილოეთ ოსეთს და ჩვენ დამპყრობები დაგვიძახა სამაჩაბლოს ომის დროს (იმ პერიოდში რუსეთში ბრძანდებოდა). ასე რომ, ძალიან გთხოვთ, ნუ გვადარებ არგენტინელებს. შეგვარქვეს საბჭოური ბრაზილიელები და ეს არის ზუსტად ჩვენიანები: ფეხბურთი + ღვინო + დუდუკი + ქალები!
alexandre
10:10 21-12-2022
2
ვერ ვხვდები, ამ მბაპეს რას ერჩიან? ანუ, არ უნდა გაეტანა გოლები მათთვის?
პორიქით, ძლიერი და ღირსეული მეტოქის დამარცხება უფრო საამაყო არაა?
აშკარად არ ეხერხებათ არგენტინელებს გამარჯვების ღირსეულად აღნიშვნა, ფეხბურთელებიან-გულშემატკივრებიანად. (არადა, ყოველთვის მათ ვგულშემატკივრობდი). თუმცა, მესის წასვლის მერე, კარგა ხანს, არაფრის აღნიშვნა აღარ მოუწევთ.
გივი
10:14 21-12-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული