მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის მსაჯმა შიმონ მარჩინიაკმა თავის კრიტიკოსებს უპასუხა.
ადრე "ეკიპმა" მისი მუშაობა 10-დან 2 ქულით შეაფასა და აღნიშნა, რომ 108-ე წუთზე მესის გოლი იმის გამო არ უნდა ჩათვლილიყო, რომ მოედანზე არგენტინის ნაკრების სათადარიგო ფეხბურთელები იყვნენ.
"მნიშვნელოვანი ისაა, რას ამბობენ მოთამაშეები. ფრანგმა ფეხბურთელებმა, მათ შორის მბაპემ და ლორისმა მატჩის შემდეგ მადლობა გადამიხადეს, ისინი მსაჯობით კმაყოფილები დარჩნენ.
როდესაც ფრანგებმა ერთ-ერთი გოლი გაიტანეს, მოედანზე მათი შვიდი სათადარიგო მოთამაშე იმყოფებოდა. ასეთ რამეებზე ჩაძიება არასერიოზულია", - განაცხადა პოლონელმა არბიტრმა და მომენტის ფოტო აჩვენა.
როდესაც ფრანგებმა ერთ-ერთი გოლი გაიტანეს, მოედანზე მათი შვიდი სათადარიგო მოთამაშე იმყოფებოდა. ასეთ რამეებზე ჩაძიება არასერიოზულია", - განაცხადა პოლონელმა არბიტრმა და მომენტის ფოტო აჩვენა.