მესის ბიშტის სანაცვლოდ მილიონი ევრო შესთავაზეს

AutoSharing Option
ალბათ ყველას გახსოვთ მომენტი, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, დაჯილდოებაზე არგენტინის ნაკრების კაპიტანს ლიონელ მესის ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და კატარის ემირმა ტამირ ბინ ჰამად ალ ტანიმ არაბული მოსასხამი მოარგეს.

როგორც გაცნობეთ, ბიშტი არაბულ სამყაროში მამაკაცის ტრადიციული მოსასხამია, რომელსაც ძირითადად ქორწილებსა თუ სხვა დღესასწაულებზე იცვამენ.

Marca-ს ინფორმაციით, ზოგიერთი არაბი მილიარდერი ბიშტის კოლექციის შეგროვებას ცდილობს და ერთ-ერთმა მათგანმა, ადვოკატმა და ომანის პარლამენტის წევრმა აჰმედ ალ ბარვანმა მესის ბიშტის სანაცვლოდ მილიონი ევრო შესთავაზა.

"ომანის სასულთნოდან კატარის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას გილოცავთ. ეს არაბული
ბიშტი რაინდობისა და სიბრძნის სიმბოლოა. გთავაზობთ მილიონ დოლარს ამ მოსასხამის სანაცვლოდ" - განაცხადა ალ ბარვანმა.

როგორც პრესაში წერენ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ლა პულგა" ამ შეთავაზებას დათანხმდეს.

altრა არის ბიშტი, რომელიც მესის ჩააცვეს?

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაჩუქარის ყიდვას რომ მოინდომებ ეგ რაინდობაა? ფულმა სულ გამოა ---- ზოგიერთი
Bidzi
11:49 24-12-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული