ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები - გიკვირთ, რატომ იბრძვიან ასე არგენტინელები მესისთვის?

AutoSharing Option
დღეს ერთი წელი გავიდა, რაც არგენტინის ნაკრებმა 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

36-წლიანი პაუზის შემდეგ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონობა კიდევ ერთხელ კატარში იზეიმა. "ალბისელესტემ" თამაში მძიმედ დაიწყო, 1:2 დამარცხდა საუდის არაბეთთან, შემდეგ კი 6 ფინალის ტოლფასი შეხვედრა მოიგო და ნანატრი ტიტულიც დაიმსახურა.

ყველამ დაინახა, როგორ იბრძოდნენ არგენტინელი ფეხბურთელები მესისთვის... ისმის ლოგიკური შეკითხვა, რატომ?

16 წლის წინ მუნდიალზე 19 წლის მესის დებიუტი შედგა. ამ დროს თითქმის ყველა "ალბისელესტელი" ფეხბურთელი ბავშვი იყო - ალვარესი 9 წლის, მაკ ალისტერი - 8,
რომერო - 8, მოლინა - 8, ენცო - 5, ლაუტარო მარტინესი - 9, ლისანდრო მარტინესი - 8...

16 წლის წინ ახალგაზრდა, გრძელთმიანმა შემტევმა ოცნებისკენ სვლა დაიწყო, დღევანდელი ნაკრების ვარსკვლავები კი სკოლაში სწავლობდნენ. ყველა მათგანი ხედავდა, როგორ იბრძოდა და არ გამოსდიოდა ნანატრი მუნდიალის მოგება... რის შემდეგაც დაისახეს მიზანი და აასრულეს კიდევაც. საკუთარი თვალით აკვირდებოდნენ პატარა, მორიდებული ბიჭის განვითარების გზას, თუ როგორ მიისწრაფოდა დიდებისკენ, იპყრობდა სიმაღლეებს და კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, ისტორიაში საუკეთესო ეპოქალურ ფეხბურთს გვთავაზობდა.

სწორედ მაშინ დაისახეს მიზანი, ოცნება, რომ ეთამაშათ ისე, როგორც ამას მათი ქვეყნის დიდებული ვარსკვლავი აკეთებდა, შესაძლებლობის შემთხვევაში კი დახმარებოდნენ ლეოს ნანატრი ტიტულის მოგებაში...

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რა ხდება, როცა მესის წინააღმდეგ უხეშად თამაშობენ - მთელი არგენტინის ნაკრები მის დასაცავად მირბის, რადგან ლიდერის, ყველაფრის სულისჩამდგმელის წინააღმდეგ უხეშობა, პატარა ტკივილიც კი უნთებს იმ გრძნობას, რასაც ადამიანი ბავშვობიდან მოყოლებული სიყვარულისას გრძნობს. მესი მათთვის ძვირფასი საგანძურია და ასეც აღმოჩნდა... კარიერის მიწურულს, ბოლო მუნდიალზე, ამ ახალგაზრდა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს ოცნება აესრულებინა და მსოფლიო პირველობის თასი სამშობლოში ჩაეტანა.

სწორედ მათი დახმარებით შევიდა ლეო იმ ფორმაში, საიდანაც ტიტული ყველაზე ახლოდან მოჩანდა. "ჩაჰკიდა ხელი ბავშვებს, წაიყვანა ყველაზე მაღალ მწვერვალზე და იქიდან დაანახა დიდებული საფეხბურთო ხედები"...

მკითხველის კომენტარები / 27 /
აქ ზოგიერთი წერს მესის და დიეგოს შედარებებს, უდავოა მესი დიდი ფეხბურთელია აქ საკამათოც არაფერიც არის მაგრამ ერთს ვიტყვი რასაც მესი ბრწყინვალედ აკეთებს ბურთით, დიეგო მარადონას იგივე შეეძლო გაეკეთებინა ფორთოხლით ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დიეგო იყო არის და იქნება უდიადესი ფეხბურთელი
მგელი
19 დეკემბერი 2023 18:21
1
აი სტატია. გინდ დაიჯერეთ გინდ არა სამჯერ წავიკითხე დღეს. აი სტატია და აი დიდი ამბავი მოკლედ გადმოცემული სადაც მთელი დრამა და სიხარულია. ავტორს დიდი პატივისცემა
zura
19 დეკემბერი 2023 01:14
0
მართლაც მაგარი გულისგასათბობი და მომავალი თაობისთვის, დიადი საფეხბურთო სურვილების აღმრძავი სტატიაა. ყოჩაღ !
მალხაზ ჯობავა
18 დეკემბერი 2023 22:47
0
ბრავო! მაგარი სტატიააა
გიორგი
18 დეკემბერი 2023 21:41
0
აგერ, უკვე ერთი წელი გავიდა, ( რა მალე გარბის დრო?) რაც არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო თასი მოიგო! ეს იყო საფეხბურთო ზეიმი!
ზურა
18 დეკემბერი 2023 19:46
0
ფინალის დროს, მაგრად შემომიტია გულმა, კიდევ კაი არგენტინამ მოიგო და გადავრჩი, თორე ეხლა ამ კომენტარს ხო ვერ დავწერდი? სტატიის ავტორს დიდი მადლობა!
გიგა
19 დეკემბერი 2023 13:10
0
ზეიმი კი არა ძმაო ეს იყო საოცნებო მატჩი. ცხოვრებაში პირველად გადმომივარდა სიხარულის ცრემლი ფეხბურთზე.რა დამავიწყებს მაგ მომენტს და მაგ დღეს. ერთ-ერთი გამორჩეული დღე იყო არის და იქნება ჩემს ცხოვრებაში. სახლიდან რომ ხმა არ გადიოდა აქამდე მაგ დღეს მთელი პადიეზდი მე მისმენდა და ხვდებოდა რა ხდებოდა. დაჟე მირეკავდნენ ხო კარგად ხარო მბაპე გოლს რომ იტანდა. მაგრამ ეს იყო საოცრება. ეს იყო მომენტი და ეს იყო მთელი ემოცია. მთელი თამაში ვერ დავჯეკო სკამზე. ვაიმე არ შევედი მუღამში?:D:D:D:D
zura
19 დეკემბერი 2023 01:18
0
რა მაინტერესებს იცით? სულ რატომ მუსირებს ის აზრი, რო ლეომ "მოისყიდა" ფიფაც და ლამის მთელი მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროც?! თუ ამ ყოვლად სულელურ აზრს გავყვებით, მაშინ სხვებმაც რატომ არ "მოისყიდა", იგივე ფიფაც და შეიხებიც? მაგ: როლანდომ და მპაბემ? როლანდო მილიარდელია და არ გაუჭირდებოდა, მპაბეს გუნდის პრეზიდენტი შეიხია და მითუმეტეს, მაგას უფრო გაუადვილდებოდა მსაჯების და მთლიანად ყატარის გადმობირება, მე მგონი ხვდებით ხო, არალოგიკურობას რასაც ანტი მესისტები ავრცელებენ? არგენტინამაც და ლეო მესიმ სრულიად დამსახურებით მოიგეს ეს მუნდიალი!
გია
18 დეკემბერი 2023 14:38
0
გიორგი ყოჩაღ! ძალიან მომეწონა სტატია! ამ მსოფლიოზე არგენტინის ნაკრებმა, თავისი მაქსიმუმის, მაქსიმუმი ჩადო და შედეგიც ის მიიღო, რაც უნდა მიეღო! მაგრად იბრძოლეს ნაკრების თითოეულმა წევრმა, თავი არ დაზოგეს, "დაგეშილები" თამაშობდნენ, რასაკვირველია ლეგენდის ლეო მესის კაპიტნობით! ცალკე თემაა, ლეო მესის თამაში, ნუ რა უნდა ვთქვათ ახალი? მაგრად ითამაშა და ღირსეულადაც აწია მს. თასი! ისე, რო თითოეულ ფეხბურთელს და მწვრთნელს მადლობას ვუხდით საფეხბურთო სპექტაკლებისთვის!
გიორგი ღვინიაშვილს!
18 დეკემბერი 2023 14:07
0
აი ამას რომ ვერ დაინახავს ადამიანი იმას არცუნდა აყურებინო არასდროს ფეღბურთი,
ჯერ იყოდა ცოტა აკლდა არგენტინას ჯგუფში ჩარჩენასთან მერე ფინალამდე რამდენი წვალებით და წამებით ძლივს გავიდნენ მერე კიდე ფინალში ისე სასწაულად ითამაშეს ფრანგები 70 წუთით საერთოდ გააქვრეს და კიდევ ვირაც ადგება და იტყვის ძალით შეტენეს არგენტინასო... უბრალოდ მაგარი ტეხავს ასეთი აზროვნება თორე არგენტინას და მესის ჩვენ რას დავაკლებთ ...
HK
18 დეკემბერი 2023 13:53
0
1986 წელს დამსახურებულად მოიგო არგენტინამ მსოფლიო, მიუხედავად დიეგოს მიერ ხელით გატანილი გოლისა, 90-ში ფინალში გავიდა სადაც გერმანიასთან დამარცხდა არასწორად დადებული პენლტის გამო, რომელუც წლების შემდეგ აღიარეს, 94-ში სასწაული გუნდი ჰყავდა არგენტინას, ჩემპიონობის უპირობო ფავორიტი იყო, სასწაულ ფორმაში იყო დიეგო, მაგრამ მოკვეთეს ჩემიონობიდან, ფიფა ჟოაო აველანჟის მეთაურობით ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა არგენტინის ნაკრებს რომ დიეგო პელეზე წინ არ გასულიყო, დღევანდელ არგენტინის ნაკრებს კუდევ პირიქით ყველანაირად გვერდში ედგა რომ მესი დიეგოს ჩრდილიდან გამოსულიყო და უფრო დიადი გამოეყვანათ
მამუკა
26 დეკემბერი 2022 17:41
7
მიუხედავად ხელით გატანილი გოლის ჩათვლისაო?! გაიხსენე ერთი რა ანგარიშით დამთავრდა ეგ მატჩი ინგლისთან! ორით ერთი, ასე რომ ის უსამართლოდ ჩათვლილი გოლი რომ არა, ან მოიგებდა მაგ თამაშს არგენტინა და ან არა, ინგლისს მაშინ შესანიშნავი გუნდი ყავდა და მაგ თამაშში უპირატესობა არანაირი არ ქონია არგენტინას, უფრო კი პირიქით! თუ არ გახსოვს, ცანაწერი არსებობს და ნახე. აბა ინგლისის გულშემატკივრების ადგილზე წარმოიდგინე თავი, როგორია ძალით რომ გაუგდეს გუნდი. (ისე, ერთ სხვა თამაშში ხელით რომ გამოიტანა ბურთი კარიდან დიეგომ ეგეც რომ შერჩა, გახსოვს ალბათ). გაგლეჯილ კაიფში რომ იყო დიეგო 94-ში და გუნდი დააღალატა, არავის უარყვია ეგ და არავის დაუბრალებია მისთვის ის, რაც არ ყოფილა! და კიდევ, აველანჟმა შეუშალა ხელი კოპა ამერიკა მოეგო ან თუნდაც ფინალში გაეყვანა გუნდი ერთხელ მაინც?
დიეგო მსოფლიოს ისტორიაში თავისი ეპოქის უდიდესი ფეხბურთელია, მაგრამ ზღაპრები იმის შესახებ, რომ ვინმე ჩაგრავდა სასაცილოა, რადგან თუ ვინმემ დაჩაგრა ისევ თავისმა ხასიათმა.
მესის ეხმარებიანო? კი, მაგარი დახმარებაა - საერთოდ არ მახსოვს მსოფლიოს ფინალში ან თუნდაც ნახევარფინალში ერთ მატჩში ორი პენალტი დაედოთ ერთი გუნდის კარში. თუ ეხმარებოდნენ, არ დადებდნენ და არ შეიმჩნევდნენ, ისევე როგორც დიეგოს ხელი "ვერ შეამჩნიეს'. და არ გვინდა ახლა ვარიო. მშვენივრად აიგნორებენ ვარს , როცა უნდათ. იგივე არგენტინას, ბოლოსწინა კოპა ამერიკაზე, ბრაზილიასთან მატჩში ბრაზილიის მეორე გოლისას რომ დაუიგნორეს. შეგახსენებ - არგენტინა უტევდა და ბრაზილიის საჯარიმოში ძალიან პენალტს რომ გავდა ისთი მომენტი იყო, მსაჯმა არ სეიმჩნია, და სანამ არგენტინელები აპროტესტებდნენ, ბრაზილიამ ბურთი წამოიღო და აქეთ გაუტანა. ვარზე რატომ არ გადაამოწმეთ მაინცო და რა ჩვენი ბრალია, კავშირი იყო გაწყვეტილი მსაჯსა და ვარს შორისო და წადით და სადაც გინდათ იჩივლეთო. მერე მესი გააგდეს არაფრის გულისათვის მესამე ადგილისათვის მატჩში და ხანგრძლივი დისკვალიფიკაციაც მისცეს გაპროტესტება როგორ გაბედეო. მოკლედ ეხმარებიან რა)))))
კაი ერთი
18 დეკემბერი 2023 15:05
1
2 penalti daudo. 82 cutamde karisken saertod ar daurtkams frangebs da kide msajma moagebiao. Ramxela xixoa zogierti
Tete
26 დეკემბერი 2022 10:51
4
აი ამას რომ ვერ დაინახავს ადამიანი იმას არცუნდა აყურებინო არასდროს ფეღბურთი,
ჯერ იყოდა ცოტა აკლდა არგენტინას ჯგუფში ჩარჩენასთან მერე ფინალამდე რამდენი წვალებით და წამებით ძლივს გავიდნენ მერე კიდე ფინალში ისე სასწაულად ითამაშეს ფრანგები 70 წუთით საერთოდ გააქვრეს და კიდევ ვირაც ადგება და იტყვის ძალით შეტენეს არგენტინასო... უბრალოდ მაგარი ტეხავს ასეთი აზროვნება თორე არგენტინას და მესის ჩვენ რას დავაკლებთ ...
HK
18 დეკემბერი 2023 13:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული