კანჩელსკისი: მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთს ყველა მატჩი ნაყიდი ჰქონდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა Матч ТВ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებს ყველა თამაში ნაყიდი ჰქონდა.

- ხომ არ თვლით საჭიროდ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალის შემდეგ რიტორიკის ცოტა შეცვლა და ჩერჩესოვის მხარდაჭერა გმართებდათ?
- რისთვის უნდა დამეჭირა მხარი? იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაფერი იყიდეს? ყველა თამაში იყიდეს. თქვენ რა, ამის შესახებ არაფერი არ იცით?

ჩვენ საშინაო მუნდიალზე ვთამაშობდით. იგივე იყო, რაც კორეასა და იაპონიაში, როდესაც იტალიელები დახოცეს, საერთოდ გაიტანეს. ასე რომ, დაასრულეთ. ჩერჩესოვის მუშაობის შედეგი ევროპის ჩემპიონატზე
აისახა. ეს ყველაზე მთავარი მაჩვენებელია. გაჭირვებით სძლიეს ფინელებს.

ტურნირზე ყურებით მიგვათრევდნენ. პლუს, ვის ვეთამაშეთ ასე? ურუგვაის, რომელმაც გაგვიტანა. ესპანელებთან, რომლებიც გაუგებრად თამაშობდნენ. ეს უცნაური თამაში იყო. ეს ძალიან უცნაური თამაში იყო. მერწმუნეთ, დროთა განმავლობაში ეს ამბავი ამოტივტივდება.

- თვლით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დონეზე ასეთი რამ შესაძლებელია?
- თქვენ არ დაფიქრებულხართ, მატჩამდე ერთი დღით ადრე რატომ მოიშორეს ესპანეთის მწვრთნელი? დანიშნეს იერო, რომელიც შედეგის მიუხედავად, ფედერაციაში იმუშავებდა. ფიქრობთ, რომ ესპანეთის მეფე ასე უბრალოდ ჩამოფრინდა? ბიჭებო, დამიჯერეთ, არის ინფორმაცია და ეს დროთა განმავლობაში გაცხადდება. ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ.

ესპანეთი კი არ თამაშობდა, არამედ წვალობდა. საერთოდ კარის გარეშე მოქმედებდნენ, ვინაიდან აშკარად კარს ზემოდან გადაცილება ლამაზი არ არის. და ბურთს აგორავებდნენ. მე რა, ფეხბურთი არ მითამაშია და არ ვიცი, ეს რა არის? მით უმეტეს, კონკრეტული ინფორმაცია იყო. ურუგვაისთან ჩვენ თანხვედრის წერტილები არ გვაქვს, მათთვის ყველაფერი სულერთი იყო - გამოვიდნენ და იქიდან გაგვიტანეს.

- გჯერათ, რომ ასეთ რამეში ინიესტასა და რამოსის დონის ფეხბურთელებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება?
- მისმინეთ, თუ ესპანეთის მეფე ღია ტექსტით მიგანიშნებს, შენ რას უპასუხებ? და აი, ბურთის გორებას დაიწყებენ და ინიციატივას არ გამოიჩენენ. იფიქრებენ: "ეს რა ჯანდაბად გვინდა?"

- ესპანეთს სხვა მენტალობა აქვს - ძნელი დასაჯერებელია, რომ ქვეყნის ლიდერის აზრზე არიან დამოკიდებული...
- ბიჭებო, კიდევ ერთხელ გეუბნებით, შეგიძლიათ დამიჯეროთ, შეგიძლიათ - არა. ესპანეთის მეფე ჩამოვიდა და კონკრეტული შეთანხმება იყო.

- თქვენ მოვლენების ეს ვერსია იცით თუ გჯერათ?
- მჯერა და ინფორმაცია კონკრეტული ადამიანებისგან არსებობს, თვით ფეხბურთელებისგან. ბოლომდე არ გავხსნი. მსურს ეს ჩემგან კი არა, არამედ ფეხბურთელებისგან გამჟღავნდეს. ადრე თუ გვიან აღიარებენ და იტყვიან. დრო მოვა და ყველაფერი გაცხადდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვისგან ყიდულობდა...
tngh
12:30 06-01-2023
2
რავიცი ეს კაცი მეტად ჩახედულია,მაგრამ თუ ჩაწყობაა,მაშინ კენჭისყრას უფრო ჩააწყობდნენ,ეგვიპტე და საუდის არაბეთი რომ დაუჯდათ ჯგუფში.თუ ესპანეთი იყიდეს,სადაც ესპანეთი იქ არც ხორვატების ყიდვა გაუჭირდებოდათ და არც ურუგვაისთან წააგებდნენ 0-3-ს.ესპანეთი კი რა ხვითოცაა ამ მუნდიალზეც გამოჩნდა თითქმის იგივენაირად წააგეს როგორც რუსებთან.აი ზენიტმა რომ იყიდა ბაიერნთან 4-0 და უეფას თასი,ეგ დამტკიცდა კიდეც,მარა ჩაფარცხეს საქმე.2018-ის მსოფლიო კი არ გავდა ჩაწყობილ ამბავს.
Master
11:48 06-01-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული