2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთსა და უზბეკეთში? - ინიციატივა უკვე გაჟღერდა

AutoSharing Option
Championat Asia- ცნობით, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ადილეტ ბარმენკულოვს 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა თავის სამშობლოსა და უზბეკეთში სურს.

მან ყირგიზეთში ცენტრალური აზიის თურქულენოვანი ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების ოფიციალური პირების სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც ეს ინიციატივა წამოაყენა.

მან აღნიშნა, რომ ამ 2 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციებს შორის საკმაოდ მეგობრული ურთიერთობაა, რაც კლუბებისა თუ ნაკრებების ამხანაგრი შეხვედრებითაც დასტურდება.

სამიტს ასევე ესწრებოდა უზბეკეთის ფეხბურთის ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რავშან ირმატოვი.

შეიტანენ თუ არა ყაზახეთი და უზბეკეთი განაცხადს ოფიციალურად 2034 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ცნობისთვის, ყაზახეთში პოსტ-საბჭოთა სივრციდან ყველაზე მაღალი პენსიაა, რაც ჩვენ ფულზე 900 ლარი გამოდის და არის თვით ბალტიისპირეთის ქვეყნებში მცხოვრებთა პენსიაზე მაღალი! უზბეკეთი კი წარმოუდგენლად ვითარდება ჩვენგან განსხვავებით. ასე რომ მათი პრეტენზიები მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით სულაც არაა მოულოდნელი.
ლაშა
17:04 22-07-2023
0
კი მაგრამ, ყირგიზეთმა, თურქმენეთმა, ტაჯიკეთმა და ავღანეთმა რაღა დააკავეს?!...
ფიფას შერჩევითი სამართალი
16:35 22-07-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული