12:48 17-10-2023
ნეიმარი მოედანზე საკუთარი ნაკრების ფანმა გააგიჟა - კონფლიქტი პრეზიდენტთან და მუქარა ურუგვაისთან უთამაშებლობაზე [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის შემდეგ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. "სელესაოს" ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გასახდელისკენ მიმავალ ნეიმარს პოპკორნი გადააყარა, რამაც 31 წლის ვარსკვლავი ძალიან გააღიზიანა.
"ვერც კი დავინახე, რა ისროლა მან ჩემი მიმართულებით, მაგრამ როდესაც ის შემეხო, გავღიზიანდი. ვგმობ ამგვარ დამოკიდებულებას, ეს ძალიან ცუდია ფეხბურთისთვისაც და ადამიანისთვისაც.
ადამიანი, რომელიც ასეთ რამეს აკეთებს, არ არის განათლებული, ის ვერ აღზრდის ბავშვს საუკეთესოდ, ევარჯიშა და მოედანზე ჩემ მაგივრად ყოფილიყო.
ცხადია, მოედანზე ყველაფერი გავიღეთ, მაგრამ ყოველთვის არ მოდის ის შედეგი, რომელიც გულშემატკივარს სურს.
აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ შვებულებაში გავსულიყავი. ესაა, ყველაზე მეტად რაც მიყვარს, ვითამაშო ფეხბურთი და წარმოვადგინო ჩემი ქვეყანა", - თქვა ნეიმარმა.
AS-ის ინფორმაციით, მატჩის შემდეგ "ალ ჰილალის" შემტევი ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ედნალდო როდრიგესს შეხვდა, მათ შორის კონფლიქტი მოხდა და ნეიმარი დაიმუქრა, რომ გუნდს ურუგვაისთან გასვლით მატჩში არ გაჰყვებოდა.
ურუგვაისა და ბრაზილიის მატჩი 18 ოქტომბერს, ჩვენი დროით დილის 04:00 საათზეა ჩანიშნული. "სელესაოს" 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
დაქცეულა ქვეყანა და ეგ არი, ეს პიჟონი ტუ არ გაყვა
13
22
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული