"რა თქმა უნდა, მბაპე დიდი ტალანტია. ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს. და მაინც, უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ მას არაფერი მოუგია." - აღნიშნა კემპესმა.
გავრცელებული ინფორმაციით, "მონაკოში" მოთამაშე 18 წლის შემტევის შეძენას "რეალი", "ბარსელონა" და "პარი სენ ჟერმენი" ცდილობენ. ტრანსფერის ფასად 180 მილიონი ევრო სახელდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"