პსჟ-ის პრეზიდენტი: ნეიმარის ტრანსფერის დაგეგმვა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავიწყე

AutoSharing Option
პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ნეიმარის ტრანსფერი "ბარსელონადან" პარიზულ კლუბში ესპანური მხარის თანამშრომლობით მოხდა.

"როცა ლა ლიგამ უარი გვითხრა, "ბარსელონადან" დამირეკეს და მითხრეს: "მოდით, ეს საკითხი ერთად გადავწყვიტოთ. მე ვუთხარი, რომ მზად ვართ. მინდა მადლობა გადავუხადო "ბარსელონას" ხელმძღვანელობას, მის პრეზიდენტს, გულშემატკივრებს და ფეხბურთელებს იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გააკეთეს. "ბარსელონა" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.

ნეიმარის ტრანსფერის დაგეგმვა ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავიწყე. ერთი წელი იმაზე ფიქრში წავიდა, როგორ უნდა გვეწარმოებინა მოლაპარაკებები ფეხბურთელთან და "ბარსელონასთან". სამი კვირის წინ ეს პროცესი
ამოქმედდა.

მოლაპარაკებები იოლი არ იყო, დრო არ უნდა დაგვეკარგა. მადლობელი ვარ ჩემი გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს გამო.

ბევრს არ უნდოდა, ამ საქმეზე ხელი მოეკიდა, მაგრამ ჩვენ მიზანი გვქონდა - ნეიმარის გადაბირება და ახლა ის უკვე აქაა", - თქვა პსჟ-ის პრეზიდენტმა.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
სეზონში 2-3 თამაშს ტოტალიზატორზე ითამაშებენ და ფულიც ამოღებული იქნება
ebbe sandi
14:31 11-08-2017
0
საერთოდ იცის პსჟ-ს პრეზიდენტმა ფეხბურთი რა არი? მაგრამ ვაჭრობასა და მაზიანებში ბრწყინვალედ ერკვევაო
krazana
14:33 11-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული