უნაი ემერის ამ შეხვედრაში ორი არგენტინელი დააკლდება - ანხელ დი მარია და ხავიერ პასტორე ტრავმირებულები არიან.
ჩემპიონი "მონაკო" "სტრასბურს" მასპინძლობს. გუნდს ვერ დაეხმარება თომა ლემარი.
ფაქტები
- "ლიონმა" ბოლოს პსჟ 2016 წლის თებერვალში დაამარცხა, შინ 2:1 მოუგო. მას მერე პარიზელებმა ზედიზედ სამჯერ იმარჯვეს.
- პსჟ-ს ამ სეზონში თამაშში, საშუალოდ, 3,67 გოლი გააქვს.
- პსჟ-ის და "ლიონის" ურთიერთშეხვედრებში (ლიგა 1-ში) წინ პარიზული გუნდია - 21 მოგება, 11 ფრე და 7 წაგება.
- "ბორდომ" ზედიზედ 6 ბოლო საგარეო მატჩი ითამაშა ფრედ.
- "მონაკომ" ჩემპიონატში ბოლო 12 საშინაო მატჩი მოიგო.
- "მონაკომ" შინ "სტრასბურს" ბოლო 7 მატჩიდან 6 მოუგო.
პარასკევი, 15 სექტემბერი
ტულუზი-ბორდო 22:45
შაბათი, 16 სექტემბერი
მონაკო-სტრასბური 19:00
დიჟონი-სტ. ეტიენი 22:00
გენგამი-ლილი 22:00
ნანტი-კაენი 22:00
ტრუა-მონპელიე 22:00
კვირა, 17 სექტემბერი
ამიენი-მარსელი 17:00
ანჟერი-მეცი 19:00
რენი-ნიცა 19:00
პსჟ-ლიონი 23:00
ბომბარდირები: 7 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ედინსონ კავანი (პსჟ); 4 - ნეიმარი (პსჟ), მარიანო დიასი (ლიონი), ნაბილ ფეკირი (ლიონი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"