ბენზემას ნაკრებში დაბრუნების სჯერა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდი ქარიმ ბენზემა, რომელმაც ორი დღის წინ თავის კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, საფრანგეთის ნაკრებში დაბრუნებას ჯერ ისევ იმედოვნებს. თავდამსხმელი ეროვნულ გუნდში მას შემდეგ აღარ მიუწვევიათ, რაც თანაგუნდელ მატიო ვალბუენას შანტაჟში ამხილეს.

"მოთამაშეს ყოველთვის უნდა სჯეროდეს, - ამბობს Le Figaro-სთან კომენტარში ბენზემა. - არ შემიძლია დავნებდე, მაგრამ ეს საკითხი ჩემთვის იდეაფიქსი არ არის. მე ვმუშაობ, მინდორზე ბოლომდე ვიხარჯები, მაგრამ არსებობს მწვრთნელი, რომელიც თავის არჩევანს აკეთებს. ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია შედეგი და ტიტულები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული