ლიგა 1. X ტური: რანიერის იუბილე გამარჯვებით და შამპანურების გახსნით მიულოცეს [VIDEO]

AutoSharing Option
შესანიშნავად მისდის საქმეები "ნანტს", რომელსაც კლაუდიო რანიერი უდგას სათავეში.  "ნანტმა" საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში სახლში გენგამი" 86-ე წუთზე აბდულა ტურეს მიერ გატანილი გოლით დაამარცხა (2:1) და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დამკვიდრდა.

გუშინ რანიერი 68 წლისა გახდა და დაბადების დღე და გამარჯვება ფეხბურთელებმა გასახდელში შამპანურების გახსნით მიულოცეს. ვერაფერს იტყვი, მართლაც კარგი სპეციალისტია, მოთამაშეებიც აფასებენ და "ლესტერიდან" სულ ტყუილად დაითხოვეს.

სულაც არა აქვს მისალოცად საქმე "ლილის" თავკაცს მარსელო ბიელსას. მისი გუნდი სტუმრად "რენთან" 0:1-ზე დამარცხდა და ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე დაქვეითდა. აღსანიშნავია, რომ
არგენტინელის გუნდმა უკანასკნელი 8 შეხვედრიდან ვერცერთი ვერ მოიგო.

ნამატჩევს მან თავი იმართლა:"თავს კარგად ვიცავდით, მაგრამ ხეირიანად ვერ ვუტევდით. ისე, თამაშით ვაჯობეთ მეტოქეს და წესით, უნდა მოგვეგო. ბურთის ფლობა 60/40-ზე იყო ჩვენს სასარგებლოდ. სავალალო მდგომარეობაში ვართ. თუმცა, გუნდი ჩემი პრინციპებით თამაშობს. აი, ასე".

მონაკო-კაენი 2:0: (იხილეთ ვიდეო) 1:0 კეიტა(21), 2:0 ფალკაო (59)
ამიენი-ბორდო 1:0: ნ'გოსო (64)
ანჟერსი-ტულუზა 0:1: დიოპი (38)
მეცი-დიჟონი 1:2: 0:1 ვაროლტი (10), 1:1 როქსი (45), 1:2 სლიტი (49)
ნანტი-გენგამი 2:1: 1:0 ავაზიემი (9), 1:1 კამარა (70), 2:1 ტურე (86)
რენი-ლილი 1:0: ბურიგოდი (6)


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული