ლიგა 1. XXI ტური. "მონაკომ" პსჟ-სთან ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "მონაკომ" გასვლაზე "ბორდო" ტრავმირებული კოლუმბიელი თავდამსხმელის რადამელ ფალკაოს გარეშე დაამარცხა 2:0.

ცნობისათვის, გასულ სეზონში ფალკაომ ბორდოელებს "მატმიუტ ატლანტიკზე" ჰეთ-ტრიკი შეუსრულა. ანგარიში ფალკაოს შემცვლელმა კეიტა ბალდემ 57-ე წუთზე გახსნა, მეორე გოლი კი ტომა ლემარმა გაიტანა, რომელმაც გლიკის პასი მიიღო, რამოდენიმე მეურვე მოატყუა და მეკარე კოსტილი დაამწუხრა.

ასე და ამგვარად, ლეონარდუ ჟარდიმის გუნდმა პსჟ-სთან ჩამორჩენა კვლავ 4 ქულამდე შეამცირა.

კლაუდიო რანიერის "ნანტი" კი სტუმრად 0:1 დამარცხდა "დიჟონთან", ჯერჯერობით მე-3 ადგილზეა და მისი გადასწრების შანსი "ლიონსა" და "მარსელს" აქვთ.
"ლიონი" დღეს "მეტცს"მასპინძლობს, ხოლო "მარსელი" ხვალ სტუმრად "ლილს" ხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული