ლიგა 1. XIII ტურის წინ: შეუსრულებელი მისია?

AutoSharing Option
ამ სეზონში "ნანტი" ძალიან კარგად თამაშობს და ახლა კლაუდიო რანიერის გუნდი მე-5 ადგილზეა, მაგრამ ახლა ბრეტონულ გუნდს სეზონის უდიდესი გამოცდა ელის.

იტალიელმა სპეციალისტმა გუნდის დაცვა გააძლიერა და ამ სეზონში "ნანტს" მხოლოდ 9 გოლი აქვს გაშვებული 12 მატჩში, მხოლოდ ერთით მეტი, ვიდრე პსჟ-სა და "მონპელიეს".

ყველაფრის მიუხედავად, პარიზული გრანდი უდავო ფავორიტია. რატომ? უნაი ემერის გუნდმა ლიგა 1-ში ამ სეზონში ყველა (6) საშინაო მატჩი მოიგო, მისმა უმთავრესმა გოლეადორმა ედინსონ კავანიმ ორით მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მთელმა "ნანტმა" და
ბოლოს, პსჟ-მა "ნანტს" ჩემპიონატში ბოლო 11 დაპირისპირება მოუგო. გასულ სეზონში პსჟ-მა "ნანტს" ასევე მე-13 ტურში უმასპინძლა და ანხელ დი მარიასა და ხესეს გოლების წყალობით აჯობა.

აი, რას ამბობს რანიერის ასისტენტი ანდრეა აზალინი: "უმთავრესი ამ მატჩის წინ არის იმის დაჯერება, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. არ ვამბობ მოგებას, ვგულისხმობ, სულ მცირე, კარგ თამაშს. არაფერია შეუძლებელი. ფეხბურთი ყოველთვის იძლევა შანსს ყველანაირი პროგნოზის გაბათილების".

სხვათა შორის, ფრანგულმა მედიამ გაიხსენა, რომ პსჟ-ის თინეიჯერის, კილიან მბაპეს ხელში ჩაგდება დიდი ხნით ადრე სურდა "ნანტს", მაგრამ კლუბმა ეს ვერ მოახერხა.

სტუმრებს მალელი კალიფა კულიბალი დააკლდებათ, მასპინძლებს - ჰატემ ბენ არფა და მარკინიოსი. საეჭვოა ტიაგო მოტასა და ნეიმარის თამაში.

ფაქტები
* ამ სეზონში პსჟ-მა შინ 6-დან 6 მატჩი მოიგო, ხოლო "ნანტმა" 6-დან - 0.
* პსჟ-მა "ნანტი" ბოლო 13 ურთიერთშეხვედრაში (ყველა შეჯიბრებაში) დაამარცხა.
* ბოლო 9-დან 8 ურთიერთდაპირისპირებაში (პარიზში) პსჟ-მა კარის მშრალად შენახვაც შეძლო.
* პსჟ-მა ლიგა 1-ში ბოლო 24 მატჩიდან 20 მოიგო.
* "მონაკომ" ლიგა 1-ში ბოლო 12 დაპირისპირებიდან 10 მოიგო.
* ბოლო 7 მატჩიდან 5-ში "მონაკოს" გოლი არ გაუშვია.
* ზედიზედ სამი ტურია, "ბორდოს" გოლი ვერ გააქვს.
* "ლიონმა" ბოლო 4 ტურში იმარჯვა.

ლიგა 1. XIII ტური
პარასკევი, 17 ნოემბერი
ლილი-სენტ ეტიენი 22:00
ამიენი-მონაკო 23:45

შაბათი, 18 ნოემბერი
პსჟ-ნანტი 20:00
დიჟონი-ტრუა 23:00
გენგამი-ანჟერი 23:00
სტრასბური-რენი 23:00
ტულუზი-მეცი 23:00

კვირა, 19 ნოემბერი
კაენი-ნიცა 18:00
ლიონი-მონპელიე 20:00
ბორდო-მარსელი 23:59

ბომბარდირები: 13 - ედინსონ კავანი (პსჟ), რადამელ ფალკაო (მონაკო); 11 - ნაბილ ფეკირი (ლიონი), 9- მარიანო დიასი (ლიონი); 7 - ნეიმარი (პსჟ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული