ლიგა 1. XVIII ტური: პსჟ-მ ისევ მოიგო, ჩემპიონატმა კი ხიბლი დაკარგა [VIDEO]

AutoSharing Option
იმდენად დიდია საფრანგეთის ჩემპიონატზე პსჟ-ს უპირატესობა, რომ პირველობისთვის ბრძოლამ აზრი დაკარგა. მე-18 ტურში პარიზელებმა სტუმრად 4:1 გაანადგურეს "რენი". დუბლი სამშობლოდან დაბრუნებულმა ნეიმარმა შეასრულა, თითო-თითო გოლი კი ედინსონ კავანიმ და კილიან მბაპემ გაიტანეს. წელს "პარი სენ ჟერმენმა" ქვეყნის ჩემპიონატზე 100 გოლი გაიტანა, რაც უკანასკნელად საფრანგეთში 57 წლის წინ მოხდა. მაშინ 101 გოლი პარიზის "რასინგმა" გაიტანა.


ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგება ხვალ ლიონში, სადაც ადგილობრივი გუნდი "მარსელს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული