"ლილი" შესაძლოა დაბალ ლიგაში გადაიყვანონ

AutoSharing Option
ფრანგული კლუბი "ლილი" შესაძლოა დაბალ ლიგაში ფინანსური პრობლემების გამო გადაიყვანონ.

ეროვნულმა დირექტორატმა, რომელიც საფრანგეთში კლუბების ფინანსურ მდგომარეობას აკვირდება, განაცხადა, რომ "ლილის" დაბალ ლიგაში გადაყვანის გადაწყვეტილებას სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებენ თუ კლუბში ფინანსური სიტუაცია არ გამოსწორდა.

გასული წლის დეკემბერში "ლილს" ტრანსფერებზე აკრძალვა დაედო, რის გამო კლუბმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დრო შემადგენლობა ვერ გააძლიერა.

ამჟამად "ლილი" გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელთან მარსელო ბიელსასთან საქმეს არკვევს, რომელიც კლუბისგან კონტრაქტის გაწყვეტის გამო 19 მილიონ ევროს ითხოვს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული