10:04 07-02-2018
საფრანგეთის თასი: დი მარიამ "სოშოს" სამჯერ გაუტანა [VIDEO]
AutoSharing Option
არგენტინელმა ანგარიში პირველივე წუთზე, კილიან მბაპეს ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გახსნა. სწრაფმა გაშვებულმა გოლმა მასპინძლები არ დააბნია და მათ წონასწორობა მალე აღადგინეს. საჯარიმოში არსებული არეულობით ფლორიან მარტინმა ისარგებლა და კევინ ტრაპს ახლო კუთხეში გაუტანა. 14 წუთში დედაქალაქელები ისევ წინ გავიდნენ. ლეივინ კურზავამ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ბურთს ედისონ კავანი დახვდა და მეტოქის კარში გადაგზავნა.
2-ბურთიანი უპირატესობა პარიზელებმა 58-ე წუთზე ისევ დი მარიას წყალობით დააფიქსირეს, რომელმაც მარკო ვერატის შესანიშნავი გადაცემა შეირგო. მესამე გატანილ ბურთს კი სამხრეთამერიკელი 62-ე წუთზე ზეიმობდა, რომლითაც საბოლოო ანგარიში - 4:1 დააფიქსირა. ამის შემდეგ პსჟ-ს გოლის გატანის შანსები კიდევ ჰქონდა, თუმცა ემერის ბიჭებს მეტოქის კარის ბადე აღარ შეურხევიათ.
აქვე ვთქვათ, რომ მატჩის ბოლო წუთზე გააძევეს სტუმართა მეკარე კევინ ტრაპი, რომელმაც საჯარიმოს გარეთ იუხეშა, ეს დარღვევა კი ბოლო იმედის ჯარიმად მოინათლა. ამრიგად, პსჟ ყველა ტურნირზე ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
გუშინ კიდევ ორი 1/8-ფინალური დაპირისპირება გაიმართა. "ოსერი" სახლში "ლეს ჰერბიენსთან" 0:3 დამარცხდა, "მარსელმა" კი გასვლით შეხვედრაში "ბურგ პერონას" 9 უპასუხო ბურთი გაუტანა.
დღეს შემდეგი თამაშები შედგება:
"ჩემბლი" - "გრენვილი"
"ლანსი" - "ტრუა"
"მეცი" - "კაენი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ტიპები სერია A'ზე ძირითადად არაფერს არ წერენ, აი ვაფშე. ნაპოლიზე და იუვენტუსზე ძაან ძაან ცოტას წერენ, აი ორი სიტყვით, და სოშო პესეჟეზე რამხელა სტატია გამოაკრეს?)))))))))))))))))))) ნაპოლის და იუვენტუსსაც ჰყავთ გულშემატკივრები, სხვათაშორის ძაან ბევრი :)
2
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული