"ნებისმიერი იტალიელი მწვრთნელისთვის ნაკრების გაწვრთნა საოცნებოა. "ნანტთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, მაგრამ თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაციიდან დამირეკავენ, უარის თქმა გამიჭირდება.
მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით არავინ დამკავშირებია და ეს მხოლოდ ჭორებია", - განაცხადა რანიერიმ.