რუდი გარსია: პსჟ-ს 222 მილიონი ახლა ლაზარეთშია

AutoSharing Option
"მარსელის" მწვრთნელმა რუდი გარსიამ პსჟ-სთან მომავალ სათასო მატჩზე ისაუბრა:

"თუ პსჟ-ს არ ეყოლა ნეიმარი, მოედანზე დი მარია გავა. ვნახოთ, ითამაშებენ თუ არა კავანი და მბაპე. მათ ხომ მალე "რეალთან" აქვთ შეხვედრა.

ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაა შექმნილი და თუ მიზანს ვერ მიაღწია, ჩავარდნა იქნება. ტრანსფერებზე 400 მილიონი ევრო დახარჯეს, მათი 222 მილიონი კი ახლა ლაზარეთშია".

26 თებერვალს პსჟ-მ "მარსელი" საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში 3:0 დაამარცხა, მათ შორის თასზე შეხვედრა კი 1 მარტს კვლავ "პარკ დე პრენსზე" ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული