ლიგა 1. XXVIII ტურის წინ: ნეიმარზე დარდში

AutoSharing Option
3 მარტს პსჟ "ტრუას" სტუმრობს. პარიზელთა გულშემატკივრები აუცილებლად უყურებენ ამ თამაშს, მაგრამ, ალბათ, ნეიმარზე დარდში იქნებიან - რამდენიმე საათის მერე ბრაზილიაში პსჟ-ის სუპერვარსკვლავს ოპერაციას გაუკეთებენ.

დიდი ალბათობით, პსჟ-სთვის ნეიმარი ამ სეზონში დაკარგულია, თუმცა ფანებისთვის იმედი ბოლოს კვდება. რეალურად საკითხი ასე დგას - ითამაშებს კი ბრაზილიელი მუნდიალზე?
რაც შეეხება დაპირისპირებას - "ტრუასთან" დაპირისპირება ნეიმარის გარდა შესაძლოა, კილიან მბაპემაც გამოტოვოს. ასევე საეჭვოა მარკინიოსის თამაში, დაშავებულია მეკარე არეოლაც. თუმცა გამორიცხული მხოლოდ ნეიმარის თამაშია. ასე ძვირი დაუჯდა კლასიკი პსჟ-ს ჯერ ჩემპიონატში და მერე თასზე.

ფაქტები
  • პსჟ-მა "ტრუას" ბოლო 7 მატჩი მოუგო ყველა ტურნირში.
  • "ტრუამ" ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.
  • პსჟ-მა ბოლო 8 მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.

ლიგა 1. XXVIII ტური
პარასკევი, 2 მარტი
ნიცა-ლილი 22:00
მონაკო-ბორდო 23:45

შაბათი, 3 მარტი
ტრუა-პსჟ 20:00
ამიენი-რენი 23:00
ანჟერი-გენგამი 23:00
მეცი-ტულუზი 23:00
სენტ ეტიენი-დიჟონი 23:00

კვირა, 4 მარტი
კაენი-სტრასბური 18:00
მონპელიე-ლიონი 20:00
მარსელი-ნანტი 23:59

ბომბარდირები: 24 - ედინსონ კავანი (პსჟ); 19 - ნეიმარი (პსჟ); 17 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 16 - ნაბილ ფეკირი (ლიონი); 15 - მარიანო დიასი (ლიონი), ფლორიან ტოვენი (მარსელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული