13:00 07-05-2018
ლიგა 1. XXXVI ტური: თასზე ფიქრში [VIDEO]
AutoSharing Option
პსჟ და მისი მწვრთნელი უნაი ემერი ინერციით ასრულებენ ლიგა 1-ს, რომელიც კარგა ხანია, მოგებული აქვთ. მიუხედავად ამისა, ესპანელ სპეციალისტს ეს ტიტული წარმატებად არ ჩაუთვალეს და დიდი გეგმებით მოყვანილ ბასკს სეზონის შემდეგ უშვებენ.
"ამიენთან" დაპირისპირებაში თავისი გოლი გაიტანა ედინსონ კავანიმ, პსჟ-მა კი მოგება ვერ შეძლო - 2:2.
უნაი ემერი (პსჟ-ის მწვრთნელი): "თამაშს ვაკონტროლებდით და მომენტებსაც ვქმნიდით, მაგრამ "ამიენმა" თავისი ორივე შანსი გამოიყენა. ახლა ჩვენი მთავარი მოტივატორი საფრანგეთის თასია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ".
ლიგა 1. XXXVI ტური
ამიენი-პსჟ 2:2
გოლები: 0:1 კავანი (26), 1:1 კონატე (47), 1:2 ნკუნკუ (64), 2:2 კონატე (80)
პსჟ (4-3-3): არეოლა - მონიე, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა - ლო სელსო, ტიაგო მოტა (78. რაბიო), ნკუნკუ (84. მბაპე) - პასტორე, კავანი, დი მარია
სტ. ეტიენი-ბორდო 1:3
გოლები: 1:0 კაბელია (28-პენ), 1:1 სანქარე (30), 1:2 კუნდე (36), 1:3 მალკომი (94)
გამოუყენებელი პენალტი: კაბელია (89)
ლიონი-ტრუა 3:0
გოლები: 1:0 ბ. ტრაორე (28), 2:0 ბ. ტრაორე (35), 3:0 კორნე (88)
ლიონი (4-3-1-2): გორგელენი - რაფაელი, მარსელო, მორელი, მენდი - ნდომბელე, ტუსარი, აუარი (82. ფერი) - ფეკირი (78. კორნე) - ბ. ტრაორე, დეპაი (77. მარიანო დიასი)
კაენი-მონაკო 1:2
გოლები: 0:1 სილა (12), 1:1 სანტინი (40), 1:2 სილა (91)
მონაკო (4-5-1): სუბაშიჩი - ა. ტურე, გლიკი, რაჯი, სერანო - რონი ლოპეში (67. ღეზალი), ტილემანსი (83. პელეგრი), ჟოაო მოუტინიო, ნ"დორამი, ლემარი (68. მბულა) - სილა
გაძევება: ჟენევოა (77. კაენი)
დიჟონი-გენგამი 3:1
გოლები: 1:0 კვონი (34), 1:1 ებოა (57), 2:1 იამბერე (65), 3:1 სლიტი (91)
მეცი-ანჟერი 1:2
გოლები: 1:0 მოლე (20), 1:1 პავლოვიჩი (91), 1:2 ტაიტი (93)
ნანტი-მონპელიე 0:2
გოლები: 0:1 დოლი (51), 0:2 მბენზა (63)
გამოუყენებელი პენალტი: სალა (42. ნანტი)
რენი-სტრასბური 2:1
გოლები: 1:0 ბორიჟო (14-პენ), 2:0 უნუ (59), 2:1 ლინარი (66)
ტულუზი-ლილი 2:3
გოლები: 0:1 პეპე (5), 1:1 ჟანი (9), 2:1 ჟულიენი (44), 2:2 ბისუმა (80), 2:3 პეპე (82)
გაძევება: მუბანჯე (92. ტულუზი)
მარსელი-ნიცა 2:1
გოლები: 0:1 ბალოტელი (5), 1:1 ჟერმენი (13), 2:1 პაიე (72)
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - სარი, როლანდო (18. სერტიჩი), ლუის გუსტავო, ამავი - ზამბო ანგისა, ბ. კამარა (84. სანსონი) - ტოვენი (70. ნ"ჟიე), პაიე, ოკამპოსი - ჟერმენი
ბომბარდირები: 28 - ედინსონ კავანი (პსჟ); 20 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 19 - ნეიმარი (პსჟ); 18 - მარიანო დიასი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო).
მომდევნო ტური
12 მაისი: ამიენი-მეცი, ანჟერი-ნანტი, ბორდო-ტულუზი, გენგამი-მარსელი, ლილი-დიჟონი, მონაკო-სენტ ეტიენი, მონპელიე-ტრუა, ნიცა-კაენი, პსჟ-რენი, სტრასბური-ლიონი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული