"მონაკოს" კოლუმბიელ ფორვარდ რადამელ ფალკაოს გადასახადების დამალვის გამო ესპანეთის სასამართლომ 16-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სამხრეთამერიკელს ციხეში ჩაჯდომა მაინც არ მოუწევს.
საქმე ისაა, რომ ესპანეთის კანონმდებლობით, დანაშაულის პირველად ჩადენის შემთხვევაში, პიროვნება ციხეში არ ჯდება, თუ მას 2 წელზე ნაკლები მიესაჯა.
სასამართლომ ფალკაო 9 მილიონი ევროთი დააჯარიმა და ახლა კოლუმბიელს ამ თანხის გადახდა მოუწევს.