24 წლის ფრანგს "ლივერპულში" გადასვლას უწინასწარმეტყველებდნენ და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალა.
მერსისაიდელები მზად იყვნენ ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაეხადათ. პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახლა "ლივერპული" "სტოკიდან" შაქირის დამატებას შეეცდება.