ლიგა 1. VIII ტური: პსჟ ისტორიას წერს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
82 წლის წინათ ასეთი სტარტი ლილის "ოლიმპიკს" ჰქონია. ახლა ეს გუნდი აღარ არსებობს, ლილის სხვა გუნდს შეუერთდა და ასე იშვა დღევანდელი "ლილი", რომელიც წუხელ "მარსელს" მასპინძლობდა - პსჟ-მა ლიგა 1-ის თითქმის მთელი ისტორია გადაწერა...

8-დან 8 მოგება - ასეთია თომას ტუხელის გუნდის შედეგი ახალ სეზონში. პსჟ უკვე სერიოზული უპირატესობით გაიჭრა წინ ლიგა 1-ში, მაგრამ პარიზული კლუბის ბოსებს უფრო ის ადარდებთ, თუ რას იზამს პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე. ამიტომაც გერმანელმა სპეციალისტმა "ნიცასთან" როტაციის ახალი ტალღა შემოგვთავაზა.

ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელის ყოლის მიუხედავად, რივიერაზე
პსჟ-ის უპირატესობაში ეჭვი არავის შეუტანია, ხოლო ნეიმარმა დუბლი მიითვალა. ლეონარდო ჟარდიმის "მონაკოში" კი სერიოზული კრიზისია - სამხრეთული კლუბი პსჟ-ს 8 ტურში უკვე 18 ქულით ჩამორჩა. ამ ტურში ვერ მოიგო პსჟ-ის ვერც ერთმა პოტენციურმა კონკურენტმა ("ლიონი", "მარსელი", "მონაკო").

ფაქტები
  • "მონაკომ" ბოლოს სასტარტო 8 ტურში 6 ქულა 1973/74 წლების სეზონში მოიპოვა.
  • ვაჰბი ხაზრი (სენტ ეტიენი) 40 გოლით საუკეთესო ტუნისელი გოლეადორი გახდა ლიგა 1-ის ისტორიაში.
  • პსჟ-მა "ნიცას" ბოლო 17 დაპირისპირებიდან 12 მოუგო და მხოლოდ 2 წააგო.
  • პსჟ-მა ლილის "ოლიმპიკის" რეკორდი გაიმეორა, რომელმაც 1936/37 წლების სეზონი დაიწყო 8 მოგებით.
  • "მონპელიეს" 7 სეზონია, რაც ასეთი კარგი სტარტი არ ჰქონია.
  • "რენმა" ამ სეზონში უკვე 13 ქულა დაკარგა მას მერე, რაც ანგარიშში დაწინაურდა.
  • ნიკოლა პეპემ (ლილი) ამ სეზონში 4 პენალტი გაიტანა, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ლიგა 1. VIII ტური

სტ. ეტიენი-მონაკო 2:0
გოლები: 1:0 ხაზრი (41), 2:0 ხაზრი (54)

ნიცა-პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ნეიმარი (22), 0:2 ნკუნკუ (45), 0:3 ნეიმარი (90+2)
პსჟ (3-5-1-1): არეოლა - კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე - ნკუნკუ (57. ბერნატი), დი მარია (72. ვერატი), მარკინიოსი, რაბიო, დიაბი (72. ჩუპო-მოტინგი) - ნეიმარი - მბაპე
გაძევება: სიპრიენი (59. ნიცა)

ანჟერი-გენგამი 0:1
გოლი: 0:1 ბენეზე (45+1)

კაენი-ამიენი 1:0
გოლი: 1:0 ნინგა (40-პენ)
გაძევება: გნაორე (69. ამიენი)

ლიონი-ნანტი 1:1
გოლები: 1:0 აუარი (22), 1:1 ბოშილია (62)
გამოუყენებელი პენალტი: ფეკირი (81. ლიონი)

სტრასბური-დიჟონი 3:0
გოლები: 1:0 და კოშტა (13), 2:0 მოტიბა (81), 3:0 მარტენი (91)

რენი-ტულუზი 1:1
გოლები: 1:0 ნიანგი (70-პენ), 1:1 ტოდიბო (88)
გაძევება: ლეია (43. ტულუზი)

მონპელიე-ნიმი 3:0
გოლები: 1:0 ოიონგო (28), 2:0 დელორი (45+9-პენ), 3:0 ლაბორდი (78)

ლილი-მარსელი 3:0
გოლები: 1:0 პეპე (65-პენ), 2:0 ბამბა (86-პენ), 3:0 ბამბა (89)

რეიმსი-ბორდო 0:0

ბომბარდირები: 7 - ნეიმარი (პსჟ); 6 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური
5 ოქტომბერი: ტულუზი-ნიცა
6 ოქტომბერი: ლილი-სენტ ეტიენი, ამიენი-დიჟონი, ანჟერი-სტრასბური, გენგამი-მონპელიე, ნიმი-რეიმსი
7 ოქტომბერი: ბორდო-ნანტი, მარსელი-კაენი, მონაკო-რენი, პსჟ-ლიონი

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული