ლიგა 1. IX ტურის წინ: უკანასკნელი წინაღობა?

AutoSharing Option
"პარკ დე პრენსზე" ტურის ცენტრალური მატჩია, თუკი პსჟ "ლიონს" მოუგებს და უდანაკარგო სერიას გააგრძელებს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გუნდი ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე გაცილებით ადრე გახდება.

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე გამოავლინა კლანჭები, როცა 6:1 გაანადგურა "ცრვენა ზვეზდა". ბრწყინვალე ფორმაშია შემტევი ტრიო: ნეიმარი, ედინსონ კავანი და კილიან მბაპე.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებაში "ლიონმა" 2:1 იმარჯვა, ეს იანვარში მოხდა, როცა ნაბილ ფეკირმა და მემფის დეპაიმ მასპინძლებს გაამარჯვებინეს. პსჟ-მ ლიგა 1-ში ბოლო 23 საშინაო მატჩიდან 21 მოიგო! ლიგა 1-ში პსჟ სუპერპროდუქტიულია - ბოლო 8 შეხვედრაა, რაც
მას მინიმუმ სამი გოლი მაინც გააქვს.

ლიგა 1. IX ტური
პარასკევი, 5 ოქტომბერი
ტულუზი-ნიცა 1:1
გოლები: 0:1 ბასემ სრარფი (29), 1:1 დოსევი მატიე (54)

შაბათი, 6 ოქტომბერი
ლილი-სენტ ეტიენი 19:00
ამიენი-დიჟონი 22:00
ანჟერი-სტრასბური 22:00
გენგამი-მონპელიე 22:00
ნიმი-რეიმსი 22:00

კვირა, 7 ოქტომბერი
ბორდო-ნანტი 17:00
მარსელი-კაენი 19:00
მონაკო-რენი 19:00
პსჟ-ლიონი 23:00

ბომბარდირები: 7 - ნეიმარი (პსჟ); 6 - ფლორიან ტოვენი (მარსელი); 5 - ედინსონ კავანი (პსჟ), ფრანსუა კამანო (ბორდო), ჟონათან ბამბა (ლილი), ნიკოლა პეპე (ლილი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული