მისი თქმით, მისი შვილი 19 წლის ფეხბურთელის ფანია.
"ჩემს შვილს მბაპე ძალიან უყვარს. ვარჯიშზე როცა მოვიყვანე, მთელი დღე მასზე საუბრობდა. კილიანთან ფოტოს გადაღება უნდოდა, რათა მეორე დღეს სკოლაში კლასელებისთვის ეჩვენებინა. მბაპე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და გუნდი მას პატივს სცემს. როცა ის რაღაცას ამბობს, ჩვენ მას ვუსმენთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი წლისაა. ჩემთვის ის ფენომენია. მას მეტი გოლის გატანაც შეეძლო. დარწმუნებული ვარ, ასე თამაშს გააგრძელებს.
კილიან მბაპე პირველი ფეხბურთელი გახდა ბოლო 45 წლის განმავლობაში, ვინც ასე სწრაფად მოახერხა პოკერის შესრულება საფრანგეთის ჩემპიონატში.