პსჟ-მ "ლიონი" გაანადგურა, კილიან მბაპემ პოკერი შეასრულა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-9 ტურში პსჟ-მ პარიზში 5:0 მოუგო "ლიონს".

მატჩი სტუმართათვის პრობლემებით დაიწყო, ჯერ იყო და მათმა წამყვანმა ფეხბურთელმა ფეკირმა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და შეცვალეს, შემდეგ კი მეკარე ლოპეშმა საჯარიმოში მბაპე წააქცია და თერთმეტმეტრიანით ანგარიში ნეიმარმა გახსნა. ბრუნო ჟენეზიოს შეგირდებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს და შეუტიეს. 35-ე წუთზე "პარი სენ ჟერმენის" მცველმა კიმპემბემ მეტოქე გუნდის თავდამსხმელი ნდომბელე მოცელა და მსაჯმა გააძევა. მასპინძელთა მწვრთნელი ტუხელი იძულებული შეიქნა ფორვარდი მცველით შეეცვალა - კავანი კერერათი, რამაც ურუგვაელი გააბრაზა და ეს არც დაუმალავს.

"ოლიმპიკს" რიცხობრივ
უმცირესობაში დარჩენილ მოწინღმდეგესთან შანსი მიეცა, მაგრამ მალე მათმა ნახევარმცველმა ტუსარმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდები მოედანზე 10-10-ზე დარჩნენ.

მეორე ტაიმში თამაში გაიხსნა, "ლიონმა" იერიშების მიტანა დაიწყო და ბუფონმა გადაარჩინა თავისი გუნდი, მერე ძელმაც და ამის შემდეგ მბაპემ აიწყვიტა: მან 13 წუთში პოკერი შეასრულა და ყველაფერი დაასრულა.

ამ შეხვედრის წინ ფრანგული პრესა წერდა, რომ თუ ვინმეს შეეძლო პსჟ-ს ძლევა, ეს "ლიონი" იყო, რომელიც 1 საათი მართლაც ტოლ-სწორად ეთამაშა დედაქალაქელებს და შემდეგ გატყდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს, რა იყო?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული