მე-4 მსოფლიოს ჩემპიონი ლიგა 1-ში - ტიერი ანრიმ "მონაკო" ჩაიბარა

AutoSharing Option
"მონაკოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ტიერი ანრი გახდა.

41 წლის ფრანგმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ ანრი 2016 წლიდან ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რობერტო მარტინესის ასისტენტი იყო.

ანრი "მონაკოს" აღზრდილია და კლუბის ღირსებას 1994-დან 1994 წლამდე იცავდა და გუნდთან ერთად ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო. შემდეგ ის ტურინის "იუვენტუსში", ლონდონის "არსენალში", "ბარსელონაში" და "ნიუ იორკ რედ ბულსში" გამოდიოდა.

საფრანგეთის ნაკრებში ანრიმ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი მოიგო და ასევე კონფედერაციათა თასი. აღსანიშნავია, რომ ანრი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონის რიგებიდან
მე-4 გახდა, რომელმაც ლიგა 1-ის კლუბი ჩაიბარა. პატრიკ ვიეირა ახლა "ნიცას" წვრთნის, ლორან ბლანი ადრე "ბორდოსა" და პსჟ-ში მუშაობდა, ხოლო დიდიე დეშამი "მონაკოსა" და "მარსელში".

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო "მონაკოს", რომ მომცა საშუალება გამეწვრთნა გუნდი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულია. ძალიან ბედნიერი ვარ "მონაკოში" დაბრუნებით და ამავე დროს თავდაჯერებული და მზად ვარ რთული ამოცანები გადავწყვიტო, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. მოუთმენლად ვეი ფეხბურთელებთან შეხვედრას, რომ ერთად დავიწყოთ მუშაობა", - თქვა ანრიმ.

11 ოქტომბერს "მოკანომ" ლეონარდ ჟარდიმის გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და ლიგა 1-ში მე-18 ადგილზეა.

ჟარდიმი "მონაკოში" 2014 წლის ზაფხულიდან თამაშობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2016/17 წლების სეზონში საფრანგეთის ჩემპიონობა მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია.

მომზადებულია asmonaco.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული