ლიგა 1. X ტურის წინ: ველით ანრის

AutoSharing Option
მეათე ტურამდე "პარი სენ-ჟერმენმა" უნიკალური შედეგით მოაღწია - გუნდს ცხრავე მოგებით 27 ქულა აქვს და მხოლოდ 6 გოლი აქვს გაშვებული. პსჟ უახლოეს მდევრებს 8-8 ქულით უსწრებს.

მორიგ ტურში პსჟ "ამიენს" მასპინძლობს. თომას ტუხელის გუნდის გაჩერება "ამიენს" ძალიან უნდა გაუჭირდეს - პსჟ-ს ბოლო 9 შეხვედრაში სულ მცირე, 3 გოლი მაინც გააქვს!

პარიზელთა დანაკარგის სია კვლავ გრძელია - დანი ალვეში, დაგბა, კიმპემბე, კურზავა და ნკუნკუ. საეჭვოა დიარას თამაში.

ამ ტურში ძალზე საინტერესო იქნება სამხრეთული დერბიც - "ნიცა" "მარსელის" წინააღმდეგ, ხოლო "ლიონი" "ნიმს"
მასპინძლობს.

ველით ტიერი ანრის დებიუტს ლიგა 1-ში. ლეგენდარული ფრანგი "მონაკოში" მწვრთნელად დაბრუნდა. მას კატასტროფული ვითარება დახვდა - "მონაკო" 6 ქულით გასავარდნ ზონაშია. გუნდს 11 აგვისტოს (!) მერე არ მოუგია - ზედიზედ 10 თამაში. შეგახსენებთ, რომ ანრიმ შეცვალა პორტუგალიელი ლეონარდო ჟარდიმი.

ლიგა 1. X ტური
პარასკევი, 19 ოქტომბერი
ლიონი-ნიმი 22:45

შაბათი, 20 ოქტომბერი
პსჟ-ამიენი 19:00
კაენი-გენგამი 22:00
დიჟონი-ლილი 22:00
ნანტი-ტულუზი 22:00
რეიმსი-ანჟერი 22:00
სტრასბური-მონაკო 22:00

კვირა, 21 ოქტომბერი
მონპელიე-ბორდო 17:00
სტ. ეტიენი-რენი 19:00
ნიცა-მარსელი 23:00

ბომბარდირები: 8 - ნეიმარი (პსჟ), კილიან მბაპე (პსჟ); 7 - ფლორიან ტოვენი (მარსელი), ჟონათან ბამბა (ლილი), ფრანსუა კამანო (ბორდო); 6 - ნიკოლა პეპე (ლილი).

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული