"ეკიპის" ცნობით, პსჟ-ს ნახევარმცველი მარკო ვერატი 31 ოქტომბერს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს.
ის პარიზში დააპატიმრეს, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და შემდეგ სახლში გაუშვეს.
მარკოს ხანგრძლივი ვადით ჩამოართმევენ მართვის მოწმობას, დააჯარიმებენ და ამას გარდა, სავარაუდოდ კლუბიც დასჯის.
ამ სეზონში ვერატიმ საფრანგეთის ჩემპიონატის 7 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ანჩელოტი: ვერატის ჭორებით კონტრაქტის გაუმჯობესება უნდოდა
მარკო ვერატის ხელფასი თვეში მილიონი ევრო იქნება
ვერატის აგენტი: მარკო პსჟ-ის პრეზიდენტის ტყვეა, კლუბი მას არ გაყიდის