ტიაგო მოტა: ჩემთვის მომავალი 2-7-2 სქემაშია

AutoSharing Option
"ბარსელონას", მილანის "ინტერისა" და პსჟ-ის ყოფილმა ნახევარმცველმა ტიაგო მოტამ აზრი გამოთქვა, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ფეხბურთი.

"ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შეტევაში ვითამაშოთ. არცთუ ისე მაღალი გუნდი, რომელიც აკონტროლებს თამაშს, მაღალ პრესინგს მიმართავს და ბევრს მოძრაობს ბურთით და უბურთოდ.

მჭირდება ფეხბურთელი, რომელსაც მუდმივად ექნება ბურთი და 3-4 გადაწყვეტილების მიღების საშუალება და ორი თანაგუნდელი ეყოლება დასახმარებლად.

ფეხბურთის სირთულე იმაშია, რომ ჩვეულებრივი რამეები აკეთო, მაგრამ აკონტროლებდე სივრცეს, პასები აკეთო
და გაიხსნა.

არ მიყვარს ციფრები, რადგან ისინი იტყუებიან. შეგიძლია სუპერშემტევი იყო 5-3-2-ით და დაცვითი 4-3-3-ით, გამომდინარე ფეხბურთელების ხარისხით.

ერთ შეხვედრაში ვთამაშობდი, სადაც ფლანგის მცველებმა მატჩი ცხრიანის და ათიანის პოზიციაზე დაასრულეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ მიყვარს სამუელისა და კიელინისნაირი ბიჭები, რომლებიც მცველებად არიან დაბადებულები.

ჩემთვის მომავალი 2-7-2 სქემაშია. შვიდს მოედნის ცენტრში ვხედავ და მეკარეს ერთ-ერთ ნახევარმცველად. ჩემთვის ფორვარდი პირველი მცველია, ხოლო მეკარე - პირველი თავდამსხმელი.

მეკარე შეტევას ფეხით იწყებს, ხოლო შემტევი ფეხბურთელები პირველები აწყობენ პრესინგს, რომ ბურთი დაიბრუნონ", - ციტირებს მოტას AS.com-ი.

შეგახსენებთ, რომ ტიაგომ კარიერა 2017/18 წლების სეზონში დაასრულა და პსჟ-ის 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი გახდა.

კარიერის განმავლობაში მოტამ ორი ჩემპიონთა ლიგა "ბარსელონასა" და "ინტერის" მაისურით მოიგო, ხოლო იტალიის ნაკრებთან ერთად ევრო 2012-ზე ვერცხლი მოიპოვა.

altტიაგო მოტა: მესის მამამ დამიყვირა, შენ სრულ ჭკუაზე თუ ხარო?!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული