"ნანტთან" მატჩისას ტიაგო სილვას სახლი გაქურდეს - ზარალი 1 მილიონი ევროა

AutoSharing Option
შაბათს პსჟ-ს მცველის ტიაგო სილვას სახლი გაქურდეს.

სახლის გაქურდვის მომენტში 35 წლის ბრაზილიელი პსჟ-სა და "ნანტის" მატჩში იღებდა მონაწილეობას.

მისი სახლიდან ძვირფასეულობა, მათ შორის საათი წაიღეს, რომლის ღირებულება 600 ათასი ევროა.

საერთო ზარალმა 1 მილიონი ევრო შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" შეხვედრისას პარიზული გუნდის ნახევარმცველის ერიკ მაკსიმ ჩუპო-მოტინგის სახლი გაქურდეს და 600 ათასის ღირებულების ნივთები წაიღეს.

მოკლედ, ქურდები შესაფერის დროს არჩევენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩვენების ნაჩალიჩარია:)))
emigranti
19:58 23-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული