
23 წლის ფეხბურთელს პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. დედამ, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი შვილი ლიგა 1-ის ჩემპიონებთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.
"ბარსელონაში" იმედოვნებენ, რომ რაბიოს შეძენას იანვარშივე შეძლებენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა მას სათადარიგოთა სკამზე გადაიყვანს და სათამაშო დროს შეუმცირებს.