12:00 22-10-2022
ადრიენ რაბიოს დუბლი და "იუვენტუსის" მორიგი გამარჯვება [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა თავიდანვე ტურინელების უპირატესობით დაიწყო და მატჩის მე-8 წუთზე მოიზე კინმა საკუთარი გუნდი დააწინაურა, მიუხედავად "ემპოლის" მცდელობებისა პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში ალეგრის გუნდი გააქტიურდა და 56-ე წუთზე ვესტონ მაკკინიმ თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა, შემდეგ კი დადგა ადრიენ რაბიოს დრო, ფრანგმა ნახევარმცველმა 82-ე და 94-ე წუთზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამრიგად, "ბებერ ქალბატონს" 19 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება, "ემპოლი" კი 11 ქულით მე-11 ადგილს იკავებს, "იუვენტუსი" მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე, 25 ოქტომბერს "ბენფიკას" წინააღმდეგ გამართავს, "ემპოლი" კი 30 ოქტომბერს "ატალანტას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


