ლიგა 1. XXII ტური: არ არის ნეიმარი, რა პრობლემაა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
არ იყო ნეიმარი, მაგრამ ედინსონ კავანის დუბლისა და ანხელ დი მარიასა და კილიან მბაპეს გოლების წყალობით, "პარი სენ-ჟერმენმა" მაინც გაანადგურა "რენი", მიუხედავად იმისა, რომ თავიდან გაუჭირდა. ამ ლიგაში ყველაფერი დიდი ხანია გადაწყდა...

"მონაკოს" თავს ნამდვილი ტრაგედია ხდება - გასავარდნ ზონაში უიმედოდ გაჩხერილმა ვიცე-ჩემპიონმა ჯერ შეუჩერა უფლებამოსილება ტიერი ანრის, მერე სულაც მოხსნა და პოსტზე ლეონარდო ჟარდიმი დააბრუნა!

შუალედში კი დროებითი მწვრთნელის მიერ გაყვანილი "მონაკო" "დიჟონთან" შერცხვა - 0:2. 22 ტურში 13 მარცხი "მონაკოს" აქამდე არასოდეს ჰქონია.

"მარსელის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა
მარიო ბალოტელიმ, მაგრამ ეს ქულისთვისაც არ აღმოჩნდა საკმარისი. ველოდრომელები ევროზონას ჩამოსცდნენ.

ტურის ფაქტები
  • კენი ლალამ (სტრასბური) 11 გოლში მიიღო მონაწილეობა ლიგა 1-ში.
  • ბოლო 30 სეზონში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის პირველ სამ მატჩში 2 წითელი ბარათი მიიღო - ნალდო (მონაკო).
  • იავუზ ატალს (ნიცა) სულ ორი გოლი აქვს ლიგა 1-ში გატანილი, ორივე "ნიმის" კარში.
  • მარიო ბალოტელიმ 16 წუთში "მარსელის" ფორმით შეძლო ის, რაც ვერ გააკეთა მთელი სეზონი "ნიცას" მაისურით - გოლი გაიტანა.
  • მბაიე ნიანგი (რენი) პირველი ფეხბურთელია 26 სექტემბრის შემდეგ, ვინც პსჟ-ს "პარკ დე პრენსზე" გაუტანა.

ლიგა 1. XXII ტური
მარსელი-ლილი 1:2
გოლები: 0:1 პეპე (45+3-პენ), 0:2 პეპე (94), 1:2 ბალოტელი (95)
გაძევება: ტოვენი (67. მარსელი)

სტრასბური-ბორდო 1:0
გოლი: 1:0 ლალა (93)

ნიცა-ნიმი 2:0
გოლები: 1:0 ატალი (41), 2:0 სან-მაქსიმენი (54)

გენგამი-რეიმსი 0:1
გოლი: 0:1 კაფარო (38)
გაძევება: ჯილობოჯი (59. გენგამი)

დიჟონი-მონაკო 2:0
გოლები: 1:0 კვონ ჩან-ჰუნი (24), 2:0 სლიტი (69)
გაძევება: ნალდო (60. მონაკო)

მონპელიე-კაენი 2:0
გოლები: 1:0 ლაბორდი (51), 2:0 ბაისე (59 ს. კ.)

ამიენი-ლიონი 0:1
გოლი: 0:1 დენეიერი (50)

ტულუზი-ანჟერი 0:0
გამოუყენებელი პენალტი: ბაჰოკენი (4. ანჟერი), გრადელი (73. ტულუზი)

პსჟ-რენი 4:1
გოლები: 1:0 კავანი (7), 1:1 ნიანგი (28), 2:1 დი მარია (60), 3:1 მბაპე (66), 4:1 კავანი (71)
პსჟ (4-4-2): ბუფონი - კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპებმე, ბერნატი (76. კურზავა) - დრაქსლერი, მარკინიოსი, დანი ალვეში (81. მონიე), დი მარია - კავანი (81. ჩუპო-მოტინგი), მბაპე

ოთხშაბათი. 30 იანვარი
ნანტი-სტ. ეტიენი 23:59

ბომბარდირები: 18 - კილიან მბაპე (პსჟ); 16 - ედინსონ კავანი (პსჟ), ნიკოლა პეპე (ლილი); 13 - ნეიმარი (პსჟ); 12 - ვაჰბი ხაზრი (სენტ ეტიენი), ემილიანო სალა (ნანტი); 11 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური
1-ლი თებერვალი: ლილი-ნიცა
2 თებერვალი: ანჟერი-დიჟონი, ბორდო-გენგამი, მონაკო-ტულუზი, რენი-ამიენი, რეიმსი-მარსელი
3 თებერვალი: ნიმი-მონპელიე, სტ& ეტიენი-სტრასბური, ლიონი-პსჟ
13 თებერვალი: კაენი-ნანტი

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ ვიტან საფრანგეთის ჩემპიონანტს.ძაან დაბალი დონეა. ერთი ძლიერი გუნდი მაინც ყავდეთ, რომ ამ პესეჟეს, დომინირება ამ ფარჩაკებში დამთავრდეს.
გია
14:20 28-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული