"მარსელის" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე გააკეთა კომენტარი.
"ვუყურე ამ მატჩს. "მანჩესტერმა" გამარჯვება დაიმსახურა. პსჟ ძალიან მაგარი გუნდია. თუმცა, არა, მაგარი გუნდი არაა, უბრალოდ ძალიან მაგარი ფეხბურთელები ჰყავს. ეს სრულიად განსხვავებული რამაა.
სწორედ ამიტომ გამოეთიშნენ გათამაშებას. პსჟ-ს საწინააღმდეგო არაფერი არა მაქვს და "მანჩესტერ სიტიც" მომწონს, მაგრამ "მანჩესტერის" გამარჯვება უფრო მახარებს", - განუცხადა ბალოტელიმ La Provence-ს.
ბალოტელიმ აგრეთვე თქვა, რომ "მარსელში" თავს ჩინებულად გრძნობს და უნდა მომავალ სეზონშიც ამ გუნდში ითამაშოს.