პსჟ კილიან მბაპეს წელიწადში 40 მილიონ ევროს სთავაზობს

AutoSharing Option
კილიან მბაპეს მიმართ მადრიდის "რეალის" მხრიდან ამაღლებული ინტერესის ფონზე, პსჟ-ის ხელმძღვანელობა გუნდში მის შესანარჩუნებლად ძალ-ღონეს არ იშურებს.

პსჟ-ის ყატარელი ბოსები მზად არიან, 20 წლის ფორვარდის წლიური ხელფასი 40 მილიონ ევრომდე გაზარდონ.

ასეთ შემთხვევაში მბაპე "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის შემდეგ მსოფლიოში მეორე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. შეგახსენებთ, რომ მესის "ბარსელონა" წელიწადში 46 მილიონ ევროს უხდის.

პარიზულ კლუბთან მბაპეს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მოქმედი კონტრაქტით მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონ ევროს შეადგენს.

მომზადებულია Mundo Deportivo-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
წადი ერთ წელში მაინც ....აუცილებლად....
აკაკი
17:55 28-03-2019
11
გადმოდი მბაპე გადმოდი რეალი სულ სხვააა ლიგა კი სამჯერ ზედიზედ მოვიგეთ ამას ვერცერთი გუნდი გაიმეორებს ვერსაოდეს. ბარსას ფანებო თქვენ იღეთ ესპანეთის თასები და მოუგეთ ტენერიფეს ეგეც გეყოფათ :) :)
jimi-jimi
14:17 29-03-2019
2

სიახლეები პოპულარული