
ფრანგმა მცველმა პატრის ევრამ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აპირებს ლიცენზია მიიღოს და მწვრთნელად იმუშაოს.
"ჩემი კარიერა ოფიციალურად დასრულდა. უეფას B კატეგორიის მისაღებად სწავლა ჯერ კიდევ 2013 წელს დავიწყე. მე ამ პროგრამის დასრულება მინდა, შემდეგ კი A ლიცენზიის აღების დრო დადგება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, წელიწად-ნახევარში მწვრთნელობისთვის მზად ვიქნები", - ციტირებს ევრას სიტყვებს La Gazzetta dello Sport-ი.
38 წლის პატრის ევრას "მონაკოში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "იუვენტუსში", "მარსელსა" და სხვა კლუბებში უთამაშია. მისი ბოლო კლუბი კი "ვესტ
ჰემი" იყო, რომლის შემადგენლობაშიც 2018 წელს 5 შეხვედრა ჩაატარა.