გუშინ, 3 აგვისტოს, სუპერთასზე გამარჯვების შემდეგ საერთო გუნდურის ფოტოს გადაღებისას პსჟ-ს ფორვარდმა კილიან მბაპემ ბრაზილიელ თანაგუნდელს უფლება არ მისცა საერთო ფოტოზე ყოფილიყო და კადრიდან გააგდო, თან რაღაც მიაძახა.
ნეიმარს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან თასის ფინალში მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარს დაარტყა და ამის გამო დისკვალიფიაკციაც მიიღო. საინტერესო ის გახლავთ, რომ მბაპე რამდენი დღის წინ ამბობდა, რომ ნეიმარის გუნდში დარჩენა სურს.
პსჟ-მ საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში "რენი" 2:1 დაამარცხა და აღნიშნული ჯილდო დაისაკუთრა. პარიზელები ახალ სეზონს უკვე პირველი ტიტულით შეხვდებიან.