ტომას ტუხელი: მოლაპარაკება ნეიმარს, პსჟ-სა და სხვა კლუბს შორის მიმდინარეობს

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ნიმის" დამარცხების (3:0) შემდეგ პსჟ-ის მწვრთნელმა ტომას ტუხელმა თავდამსხმელ ნეიმარის მომავალზე ისაუბრა.

"საგნებს რეალურად უნდა შევხედოთ და ნეიმარის გარეშე თამაშის გადაწყვეტილება მივიღოთ. შეუძლებელია სხვა ისეთი ფეხბურთელის მოძებნა, რომელსაც იმავეს გაკეთება ძალუძს.

მოლაპარაკება ნეიმარს, პსჟ-სა და სხვა კლუბს შორის მიმდინარეობს. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით.

მე მომწონს ნეიმარი. მინდა მასთან, მბაპესთან და დანარჩენებთან მუშაობა გავაგრძელო, მაგრამ ვერ დავიძინებ, თუ ის წავა.

სიახლე არ მაქვს. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დახურულა. რეალისტები უნდა ვიყოთ და უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ის
დავკარგოთ", - ციტირებს ტუხელს Canal+.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული