პსჟ-ის ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს კლუბის სტადიონ "პარკ დე პრენსზე" ყოფნისას უცნობმა მამაკაცმა "ფულის მონა" ეძახა.
როცა ნეიმარი არენიდან წასვლას აპირებდა, მამაკაცმა ესპანურად რამდენჯერმე დაიძახა სიტყვა - pesetero, რომელიც ანგარებიანს, ფულის მოყვარულს, ჟარგონზე კი ფულის მონას ნიშნავს.
აღნიშნულმა პიროვნებამ ეპითეტით ნეიმარი მას შემდეგაც შეამკო, რაც ფეხბურთელი მინივენში ჩაჯდა და მანქანა დაიძრა.