მაურო იკარდი პსჟ-ში გააგრძელებს კარიერას

AutoSharing Option
თავდამსხმელმა მურო იკარდიმ "ინტერთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააგრძელა და პსჟ-ში გაუშვეს იჯარით.

"პარი სენ ჟერმენში" იკარდი 8 მილიონ ევროს ხელფასის, ხოლო 2 მილიონს ბონუსების სახით მიიღებს. ფრანგულ კლუბს მომავალი წლის ზაფხულში მისი კონტრაქტის 70 მილიონად გამოსყიდვა შეეძლება.

თუ ის ერთსეზონიანი იჯარის შემდეგ "ინტერში" დაბრუნდება, გასამრჯელო 5 მილიონამდე შეუმცირდება.

არგენტინელმა პარიზულ კლუბს მადლობა გადაუხდა ნდობისათვის და პირობა დადო, რომ გუნდისათვის ბოლომდე დაიხარჯება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული