"ლაციოსა" და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ თავდამსხმელი მაურო იკარდი გააკრიტიკა.
"რაში სჭირდებოდა კარლო ანჩელოტის "ნაპოლიში" მაურო იკარდი? რაში სჭირდებოდა იკარდი, რომელსაც მეუღლე-აგენტის სიტყვების გამო პარტნიორებისთვის ბოდიშის მოხდა არ შეუძლია?
მას მხოლოდ კართან ჩაკიდებული ბურთით შეუძლია გოლის გატანა. მეტი არაფერი არ შეუძლია, რაც თანამედროვე ფორვარდს უნდა ეხერხებოდეს.
სულაც არ გამკვირვებია, რომ პსჟ-ში გადავიდა. ეს უდისციპლინო ფეხბურთელების თავშესაფარია", - ციტირებს დი კანიოს Football Italia.