ბენზემას სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაში სურს. ეს შესაძლებელია?

AutoSharing Option
31 წლის ქარიმ ბენზემა უკვე 4 წელია აღარ გამოუძახებიათ საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მატიო ვალბუენას შანტაჟის გამო, თუმცა, ამის მიუხედავად, "რეალის" ფორვარდი არ აპირებს სანაკრებო კარიერის დასრულებას.

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ განაცხადა, რომ ბენზემას საფრანგეთის ნაკრებში აღარასდროს გამოიძახებენ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მთავარი მწვრთნელი.

"ქარიმი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მე არასდროს მეპარებოდა ეჭვი მის შესაძლებლობებში. "რეალში" ის აჩვენებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე. მიუხედავად ამისა, მისი კარიერა ნაკრებში დასრულებულია."

ლე გრეს კი ბენზემამ "ტვიტერიდან"
უპასუხა:

"ნოელ, ვფიქრობდი, თქვენ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმიანობაში არ ერეოდით. იცით რა, თქვენ არავინ გეკითხებათ, როდის დავასრულებ სანაკრებო კარიერას. არა მხოლოდ და მხოლოდ მე ვწყვეტ. თუ ფიქრობთ, რომ ჩემთვის ყველაფერი დასრულდა, მომეცით უფლება იმ ნაკრებით გამოსვლისა, რომლის სახელით თამაშის უფლებაც მაქვს და ყველაფერს დაგანახებთ."

შესაძლებელია კი ნაკრების შეცვლა?

მოქალაქეობის შეცვლის შანსები არსებობს. ფიფას წესდება უშვებს შესაძლებლობას იმ ფეხბურთელებისათვისაც კი, რომლებიც 21 წელს გადაცილებულნი არიან. ახალგაზრდულ დონეზე ეს საკითხი უფრო ადვილად წყდება. ბენზემას შემთხვევაში, ამ უფლების მიღება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას მოქალაქეობას არასაკუთარი ნებით ჩამოართმევენ. ნაკლებად სავარაუდოა, საფრანგეთის მთავრობამ ბენზემას მოქალაქეობა ჩამოართვას, თუმცა, თუ ლე გრეს სიტყვებს გამოიყენებს, ამ მიზეზით ბენზემას შეუძლია არაფორმალურად ითხოვოს მოქალაქეობის ჩამორთმევა.

თუ ეს მოხდა, ფიფას წესების მიხედვით, სწორედ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში უნდა წარადგინოს მოთხოვნა ნაკრების შეცვლასთან დაკავშირებით. ბენზემას მიღების უფლება ორ ნაკრებს აქვს - ალჟირსა (მისი მშობლები ამ ქვეყანაში დაიბადნენ) და ესპანეთს (აქ ბენზემა 5 წელზე მეტია ცხოვრობს).

ალჟირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამელ ბელმადიმ განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში ბევრი შესანიშნავი ფორვარდი ჰყავს (სლიმანი, დელოპი), ან უბრალოდ, სიტუაციის გამწვავება არ უნდოდა.

თუ ბენზემა ამას მოახერხებს, ეს იშვიათი შემთხვევა იქნება. ბოლოს ქვეყანა ახლა უკვე კოსოვოს ნაკრების მეკარე სამირ უიკანიმ შეიცვალა, რომელიც იქამდე ალბანეთის ნაკრების სახელით გამოდიოდა. იქამდე კი ძალიან ბევრი პრეცედენტი იყო. მაგალითად, "რეალის" ლეგენდა ალფრედო დი სტეფანოს 3 ნაკრების სახელით აქვს ნათამაშები: არგენტინის, კოლუმბიისა და ესპანეთის. მაშინ ნაკრების შესაცვლელად პასპორტის შეცვლა საკმარისი იყო.

სქემა ბოლოს 2000 წლების დასაწყისში შეიცვალა, როცა ყატარის ნაკრებში ძალიან ბევრი ბრაზილიელი მიიწვიეს. ამჟამად ნაკრების შეცვლის მსურველი ფეხბურთელი ქვევით ჩამოთვლილი 4 კრიტერიუმიდან 1-ს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:

  • ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაბადებული
  • ერთ-ერთი ბიოლოგიური მშობელი ამ ქვეყნის მცხოვრები უნდა იყოს
  • ბებია ან ბაბუა უნდა იყოს ამ ქვეყანაში დაბადებული
  • ამ ქვეყნის ფარგლებში 5 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს

მომზადებულია sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული