კილიან მბაპე: მოდით, რეალისტები ვიყოთ, წელს "ოქროს ბურთი" არ დამიმსახურებია

AutoSharing Option
პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ გასული სეზონის მიხედვით, "ოქროს ბურთი" არ დაუმსახურებია.

"მოდით, რეალისტები ვიყოთ, წელს "ოქროს ბურთი" არ დამიმსახურებია. იყვნენ ფეხბურთელები, რომლებიც ბევრად უფრო მეტს აკეთებდნენ და ეს ჯილდო დაიმსახურეს. პსჟ-სთან ერთად ყველა ეროვნული ტიტული არ მოგვიგია. ჩემპიონთა ლიგაშის ჩვენს ფანებს იმედი გავუცრუეთ.

გასულ სეზონში ინდივიდუალური ჯილდოები არ მომიგია, თუმცა, რა თქმა უნდა, ფეხბურთი გუნდური თამაშია. ჯერ კიდევ მაქვს დრო, არსად მეჩქარება", - ციტირებს მბაპეს Goal.com-ი.

გამოცემა France Football-ი "ოქროს ბურთს" გამარჯვებულს 2 დეკემბერს პარიზში გადასცემს. ბოლო "ოქროს
ბურთი" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ გუნდში ვერასდროს დაიმსახურებ
დდდ
17:00 01-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული