პსჟ-ის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა იმაზე, თუ ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი".
"მესიმ. ის ინდივიდუალურად საუკეთესო იყო.
ხანდახან ვნერვიულობ და მეშინია კიდეც. თუ კარგად ვერ ვთამაშობ, ჩემს ოსტატობაში ეჭვი შეაქვთ. როდესაც დიდ მატჩს ვაგებ, ჩემს თავს კითხვას ვუსვამ: "ეს ყველაფრის დასასრულია?" თუმცა ეს დიდხანს არ გრძელდება.
ყველაზე კარგი ფეხბურთში ისაა, რომ ბევრი ფიქრი საჭირო არაა", - განაცხადა მბაპემ "შპიგელისთვის" მიცემულ ინტერვიუში.