პსჟ "მილანს" ფეხბურთელების გაცვლას შესთავაზებს

AutoSharing Option
MilanNews.It-ის ინფორმაციით, "პარი სენ ჟერმენმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მთავარ მიზნად "მილანის" შემტევ ლუკას პაკეტას ხელში ჩაგდება დაისახა.

"მილანი", თავის მხრივ, ბრაზილიელში, სულ მცირე, 38 მილიონი ევროს მიღებას განიხილავს, იმ თანხის, რაც "ფლამენგოს" პაკეტას სანაცვლოდ გადაუხადა.

თუმცა, პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო აპირებს, იტალიურ კლუბს ბრაზილიელის იულიან დრაქსლერში გაცვლა შესთავაზოს.

მიმდინარე სეზონში პაკეტამ იტალიის სერია A-ში 13 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და 5 ყვითელი ბარათი მიიღო.

იულიან დრაქსლერმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ის ფორმა 8 შეხვედრაში მოირგო და 2 საგოლე გადაცემით
გამოიჩინა თავი. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ გერმანელს შეხვედრების გამოტოვება ტრავმის გამო მოუწია. 

altპსჟ-ისა და "გალათასარაის" ფანების ჩხუბის შემდეგ ქუჩაში ნაცემი და სრულიად შიშველი მამაკაცი იპოვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული