იკარდის პირველი პარიზული ჰეთ-თრიქი და 17 გოლი 19 მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 იანვარს, საფრანგეთის თასის 1/4-ფინალში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე "სენტ ეტიენი" 6:1 გაანადგურა.

თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, საგოლე პასიც გააკეთა და ამ სეზონში პარიზულ გუნდში ყველა ტურნირზე 19 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ეს "პარი სენ ჟერმენში" მისი პირველი ჰეთ-თრიქია.

გოლი და ორი საგოლე გადაცემა ფორვარდმა კილიან მბაპემ მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა 31-ე წუთზე გააძევა სტუმართა გუნდის მცველი ვესლი ფოფანა.

პარიზი. "პარკ დე პრენსი"
პსჟ - სენტ ეტიენი 6:1
გოლები:1:0 იკარდი (2), 2:0 ნეიმარი (39), 3:0 მულენი (44, საკ. კარში), 4:0 იკარდი (49),
5:0 იკარდი (57), 6:0 მბაპე (67), 6:1 კაბაიე (71)
გაძევება: ფოფანა (31, სენტ ეტიენი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული